,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 132, 16/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.108
  • Word
109
15/11/2004
სსმ, 132, 16/11/2004
010.240.030.10.003.000.108
,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №109

2004 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის 43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის 43 დადგენილებით (სსმ III, 03.06.2004 წ., 56, მუხლი 480) დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) მინისტრის აპარატი;

ბ) კანცელარია;

გ) საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) დევნილთა რეგისტრაციის დეპარტამენტი;

ე) დევნილთა სოციალური საკითხების დეპარტამენტი;

ვ) ეკოლოგიური მიგრაციის, მიგრაციის საკითხთა და რეპატრიაციის დეპარტამენტი;

ზ) თავშესაფრის მაძიებელ პირთა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი;

თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ი) იურიდიული დეპარტამენტი;

კ) საინფორმაციო და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო.“.

2. დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:

ა) შიდა ქართლის დეპარტამენტი;

ბ) ქუთაისის სამმართველო;

გ) ზუგდიდის სამმართველო.“.

3. დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

გ) სამინისტროს სისტემაში არსებულ დაწესებულებათა ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და მათი საფინანსო საქმიანობის კონტროლი.“.

4. დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ეკოლოგიური მიგრაციის, მიგრაციის საკითხთა და რეპატრიაციის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შიდა მიგრაციული პროცესების მართვა;

ბ) სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და განსახლების პროგრამების განხორციელება;

გ) შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე იმიგრაციულ-ემიგრაციული პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მიგრანტთა ინსპექტირება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უკანონო მიგრაციის აღკვეთის მიზნით სათანადო რეაგირება;

ზ) შრომითი და მიგრაციული პროცესების ხელშეწყობა და ნებაყოფლობით დაბრუნებულთა სარეაბილიტაციო და სხვა პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის მექანიზმების შემუშავება;

ი) მიგრაციის სფეროში სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

კ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოდან დეპორტირებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატრიაციის, ადაპტაცია-რეინტეგრაციის პროცესის წარმართვა-კოორდინაცია და ამ მიზნით სათანადო პროგრამებისა და წინადადებების მომზადება.“.

5. დებულების მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. თავშესაფრის მაძიებელ პირთა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საქართველოში იძულებით შემოსული უცხოელების აღრიცხვა-რეგისტრაცია, მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა, სათანადო სტატუსის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დოკუმენტაციის მომზადება;

ბ) კომპეტენციის სფეროში სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

გ) ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა.“.

პრემიერ-მინისტრი                         ზ. ჟვანია