"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 360
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 29/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 03/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016091
  • Word
360
22/11/2010
სსმ, 155, 29/11/2010
010240030.10.003.016091
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №360

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის 10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის 10 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, 11, მუხლი 127) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ლ) ფინანსების მართვის დეპარტამენტი..

2. მე-9 მუხლის:

 ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად; სამინისტროს განთავსების ადგილის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა; სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ატესტაციების ორგანიზება და ატესტაციის შედეგების ასახვა პირად საქმეებში; სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა კოორდინაცია;;

ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტი – ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და რეგიონული მმართველობის სისტემების რეფორმირების შესახებ წინადადებების შემუშავება; რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალურ, საკადრო და საინფორმაციო უზრუნველყოფის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; წინადადებების შემუშავება დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის პროცესის სტრატეგიისა და მისი ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის, მართვის სისტემის ოპტიმიზაციისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის მონიტორინგი; მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად; წინადადებების მომზადება რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის, რეგიონული საინოვაციო სისტემების განვითარებისა და დანერგვის და საინოვაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის საკითხების თაობაზე; ინოვაციების სფეროში საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის შეფასება და მის საფუძველზე რეგიონული კლასტერების განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით წინადადებების შემუშავება; წინადადებების მომზადება თვითმმართველი ერთეულის შექმნისა და გაუქმების, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე; ახალი ტექნოლოგიების სტიმულირებისათვის საჭირო აქტივობების წარმართვა; ინოვაციების სფეროში კვლევა-განვითარების ინსტიტუციების შექმნისათვის ხელშეწყობა;;

გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) რეგიონული განვითარების დეპარტამენტი – რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება დეპრესიული, მაღალმთიანი რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით; რეკომენდაციების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებულ დისპროპორციათა შემცირების უზრუნველსაყოფად; წინადადებების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებათა განხორციელებისათვის; თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციის მონიტორინგის განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება ფინანსების მართვის დეპარტამენტთან ერთად; სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია; საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის და მისი განაწილების შესახებ და მათი წარდგენა ფინანსური მართვის დეპარტამენტისათვის შემდგომი ანალიზისა და შეფასების მიზნით; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა..

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ლ) ფინანსების მართვის დეპარტამენტი – სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა; პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება; რეგიონული განვითარების დეპარტამენტის მიერ საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის და მისი განაწილების შესახებ მომზადებული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად წინადადებების მომზადება; ტერიტორიულ ჭრილში საბიუჯეტო პროცესის რეგულირების საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ბიზნეს-გეგმების პროექტების განხილვის, დამტკიცების, კორექტირების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიისათვის წარსადგენად იმ საწარმოების ბიზნეს-გეგმების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს; ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე საწარმოებიდან შემოსული წინადადებების, საწარმოებში ინვესტიციების დაბანდების, საწარმოების მიერ სესხებისა და კრედიტების აღების თაობაზე საკითხების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, განსაზღვრული წესის შესაბამისად, საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის, რეალიზაციის, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმებით განკარგვის საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება; მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა, აგრეთვე საწარმოთა საფინანსო საქმიანობის კონტროლის ღონისძიებათა განხორციელება..

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი             ნ. გილაური