თბილისის ივანეჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

  • Word
თბილისის ივანეჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/03/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 5, 06/03/1998
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.05.002.001.
  • Word
125
06/03/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 5, 06/03/1998
010.330.000.05.002.001.
თბილისის ივანეჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №125

1998 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით:

მზია ლეკვეიშვილი – სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის პროფესორი

კარლენ მეშველიანი – ისტორიის ფაკულტეტის შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი

გაიოზ ნადირაშვილი – სამრეწველო საქონელმცოდნეობისა და კომერციის კათედრის გამგე, პროფესორი

გიორგი პაპავა – მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონომიკის კათედრის პროფესორი

ნოდარ შოშიაშვილი – საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი

დავით ძნელაძე – საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტის სამრეწველო წარმოების ეკონომიკისა და მართვის კათედრის გამგე, პროფესორი

გივი ჯამბურია – საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი.

ე. შევარდნაძე