"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 357
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 29/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016088
  • Word
357
22/11/2010
სსმ, 155, 29/11/2010
010240030.10.003.016088
"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №357

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

აქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ III, 2004 ., №99, მუხ. 849) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ვაჭრობა და ინვესტიციები; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ურბანული განვითარება და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობა; ელექტრონული კომუნიკაციები; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ფოსტა; ტრანსპორტი..

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) ტრანსპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და მართვა..

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

უ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი..

4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

უ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი ტრანსპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და მართვა; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან თანამშრომლობა; ტრანსპორტის სფეროში საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის მიზნით დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან თანამშრომლობა; ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავება, არსებული შეთანხმებების გადახედვა დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიების სხდომებზე განსახილველ საკითხთა მომზადება; შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა; დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციონალური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა; ტრანსპორტის სფეროში ლიბერალიზაციის პროცესების განხორციელების ხელშეწყობა..

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 5 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური