დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სახელმწიფო არქივების მშენებლობის, არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და აღჭურვის 1999-2003 წლებში კომპლექსური პროგრამის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/02/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4, 27/02/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330.130.000.05.002.001. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/02/1998 - 30/11/2000)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №91
1998 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო არქივების მშენებლობის, არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და აღჭურვის 1999-2003 წლების კომპლექსური პროგრამის შესახებ
საქართველოში ეროვნული საარქივო ფონდის განვითარებაში შექმნილ პრობლემათა გადაჭრის, არქივების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის მიზნით:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო არქივების მშენებლობის, არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და აღჭურვის 1999-2003 წლების კომპლექსური თანდართული პროგრამა.
2. სახელმწიფო არქივების მშენებლობის, არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და აღჭურვის 1999-2003 წლების კომპლექსური პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებები საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაითვალისწინოს 1999 წლისა და მომდევნო წლების ინდიკატური გეგმების პროექტების შემუშავებისას.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) 1999 და მომდევნო წლების ბიუჯეტების ფორმირებისას გაითვალისწინოს საბიუჯეტო ასიგნებათა გამოყოფა პროგრამაში ასახული ღონისძიებების განსახორციელებლად.
4. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) განახორციელოს ზედამხედველობა და კოორდინაცია სახელმწიფო არქივების შენობების დაპროექტებისა და მშენებლობისადმი.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერიებმა და რაიონულმა გამგეობებმა უზრუნველყონ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო არქივებისათვის დამატებითი ფართობისა და დოკუმენტების დაცვისათვის გამოსადეგი შენობების დადგენილი წესით გამოყოფა.
6. საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. მახარაძე) პერიოდულად მომახსენოს აღნიშნული ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობა.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო არქივების მშენებლობის, არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და აღჭურვის 1999-2003 წლების კომპლექსური პროგრამა
საქართველოში არსებული ცენტრალური, საქალაქო და რაიონული 81 სახელმწიფო არქივიდან მხოლოდ 30 სახელმწიფო არქივს გააჩნია სპეციალური შენობები. დანარჩენი საქალაქო და რაიონული სახელმწიფო არქივები ძირითადად განთავსებულია სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობებისა და საცხოვრებელი ბინების პირველ სართულებზე ამორტიზებულ შენობებში, სარდაფებში, რომლებიც მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფენ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვას. არსებულ შენობათა უმრავლესობა მოითხოვს შეკეთებას, რეკონსტრუქციას, გაფართოებას. რიგ მათგანში არ არის დამონტაჟებული, გაუმართავ მდგომარეობაში ან უსახსრობის გამო პულტიდან ამორთულია სახანძრო-დაცვითი სიგნალიზაცია, სახელმწიფო არქივების ნაწილს არ გააჩნია ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებები, არქივსაცავების განათების სისტემა ვერ პასუხობს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს, ბევრი სახელმწიფო არქივი არ არის აღჭურვილი ლითონის სტელაჟებით, ხოლო არსებული ხის კონსტრუქციები არ არის დამუშავებული ცეცხლდამცავი ხსნარით, საცავებში დარღვეულია საჭირო ტემპერატურულ-ტენიანობის და შრომითი რეჟიმი.
ბოლო წლებში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაინგრა ამბროლაურის და დაზიანდა ონის რაიონული სახელმწიფო არქივების შენობები, დაიწვა ადიგენის რაიონული სახელმწიფო არქივი, ცნობილი მოვლენების დროს მთლიანად დაიწვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური და მარტვილის რაიონული სახელმწიფო არქივების შენობები, განადგურდა დოკუმენტები, 1992 წელს დაკონსერვდა კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური სახელმწიფო არქივის საცავების მშენებლობა, ვერ განხორციელდა ასპინძის, წალკის, ხონის რაიონული და რუსთავის საქალაქო სახელმწიფო არქივების მშენებლობა, ასევე ვერ განხორციელდა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა სიღნაღის და ჩხოროწყუს რაიარქივების შენობების ასაგებად.
წლების მანძილზე ჭიანურდება სადაზღვევო ფონდის სახელმწიფო არქივის (ქ. დუშეთში) კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, კატასტროფულ მდგომარეობაშია თიანეთის არქივისათვის აგებული სპეციალური შენობა, დღეისათვის იგი გაძარცულია, დაკარგული და განიავებულია ხის მასალა, ლითონის სტელაჟები.
ტექნიკური გაუმართაობის გამო დღევანდელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების რესპუბლიკური და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური სახელმწიფო არქივის კინოდოკუმენტების ლაბორატორიები, შეწყვეტილია როგორც წერილობითი, ისე კინო, ფოტო, ფონო დოკუმენტების სადაზღვევო ფონდის შექმნის სამუშაოები, შეზღუდულია ქრობად ტექსტებიანი და სუსტი ხილვადობის დოკუმენტების პირების გადაღება, მინიმუმამდეა დაყვანილი ყველა სახის დოკუმენტების რესტავრაციის სამუშაოები, თანხის უქონლობის გამო შეჩერებულია ნიტროფუძიანი აალებადი კინოდოკუმენტების ტრიაცეტატურ არააალებად ფირზე გადატანის სამუშაოები, წლების მანძილზე გადაუჭრელი რჩება აღნიშნული ლაბორატორიების სათანადო მანქანა-დანადგარებით აღჭურვის და საჭირო ქიმიკატებით მომარაგების საკითხი.
სახელმწიფო არქივებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის პირობების შემდგომი გაუმჯობესების, არქივების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის მიზნით:
1. განხორციელდეს სახელმწიფო არქივებისათვის დამატებითი ფართობისა და დოკუმენტების დასაცავად გამოსადეგი შენობების გამოყოფა
1999-2003 წლები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები, ქალაქების მერები, რაიონული გამგებლები
2. გათვალისწინებულ იქნეს კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური სახელმწიფო არქივის საცავების, ამბროლაურის, მარტვილის, საგარეჯოს, სიღნაღის, მესტიის, ჩხოროწყუს რაიონული სახელმწიფო არქივების მშენებლობა (ცხრილი №1).
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები, ამბროლაურის, მარტვილის, მესტიის, საგარეჯოს, სიღნაღის, ჩხოროწყუს რაიონების გამგებლები
3. დამთავრდეს ასპინძის, თიანეთის რაიონული სახელმწიფო არქივების შენობების მშენებლობა (ცხრილი №2)
1999-2000 წლები
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები, ასპინძის და თიანეთის რაიონების გამგებლები.
4. ჩატარდეს სადაზღვევო ფონდის სახელმწიფო არქივის (ქ. დუშეთში), ქ. თბილისის ცენტრალური, ფოთის და ჭიათურის საქალაქო, ახალციხის, ბოლნისის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ყაზბეგის, ხაშურის, ქედის, ხელვაჩაურის, ხულოს რაიონული სახელმწიფო არქივების შენობების რემონტის სამუშაოები (ცხრილი №3).
1998-2002 წლები
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები, აღნიშნული ქალაქებისა და რაიონების მერები და გამგებლები.
5. განხორციელდეს ცენტრალური სახელმწიფო არქივების, დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების, რესპუბლიკური და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური სახელმწიფო არქივის კინოდოკუმენტების ლაბორატორიების სათანადო ტექნიკით აღჭურვა და ქიმიკატებით უზრუნველყოფა (ცხრილები №4 და №5).
1999-2003 წლები
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი.
ცხრილი №1
სახელმწიფო არქივების ახალი შენობების მშენებლობა
| სახელმწიფო არქივების დასახელება | სახელმწიფო არქივების შენობების მოკლე დახასიათება დოკუმენტების შესანახად მათი უვარგისობის მიზეზების ჩვენებით | შესანახი ერთეულის რაოდენობა | შესრულებული სამშენებლო სამუშაო | საორიენტაციო სახარჯთაღრიც- ხვო ღირებულება (სავარაუდო) 1997 წლისათვის (ათასი ლარი) | მშენებლობისათვის ტერიტორიის გამოყოფის წელი | დაპროექტების დაწყების ვადები (წელი) | მშენებლობის დაწყების ვადები (წელი) | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი |
| 650.0 | ახალი მშენებ-ლობა | 874.0 | გამოყო-ფილია | შედგენი-ლია | 1999 |
|
| ამბროლაურის რაიონული სახელმწიფო არქივი | მიწისძვრის შედეგად დაინგრა. დოკუმენტები განთავსებულია ავარიულ შენობაში, მომსახურე პესონალი _ ვაგონში | 100.0 | „–“ | 180.0 | 1998 | 1999 | 2000 |
|
| მარტვილის რაიონული სახელმწიფო არქივი | დაიწვა 1993 წელს | 50.0 | „–“ | 150.0 | გამოყო-ფილია | შედგენი-ლია | 1999 |
|
| საგარეჯოს რაიონული სახელმწიფო არქივი | საკუთარი შენობა არ გააჩნია. დოკუმენტები განთავსებულია ყოფილი აღმასკომის შენობის სარდაფში | 50.0 | „–“ | 150.0 | 1998 | 1999 | 2000 |
|
| სიღნაღის რაიონული სახელმწიფო არქივი | არქივსაცავი ავარიულ შენობაშია. სათავსები ვერ უზრუნველყოფს დოკუმენტების ხანგრძლივ შენახვას | 300.0 | „–“ | 210.0 | 1998 | 1999 | 2000 |
|
| მესტიის რაიონული სახელმწიფო არქივი | არქივი განთავსებულია ალიზით ნაშენებ ერთსართულიან ძველ სახლში. არ პასუხობს დოკუმენტების შენახვის არავითარ პირობას. | 50.0 | ახალი მშენებ-ლობა | 150.0 | 1998 | 1999 | 2001 |
|
| ჩხოროწყუს რაიონული სახელმწიფო არქივი | განთავსებულია არქივ-საცვისათვის გამოუსადეგარ შენობაში. 1998 წელს შედგა საპროექტო დოკუმენტაცია. მშენებლობა არ დაწყებულა | 100.0 | „–“ | 180.0 | გამოყო-ფილია | შედგენი-ლია | 2002 |
|
ცხრილი №2
სახელმწიფო არქივების დასამთავრებელი ნაგებობების მშენებლობა
| სახელმწიფო არქივების დასახელება | შესანახი ერთეულის რაოდენობა (ათასი ცალი) | ობიექტზე შესრულებუ-ლი სამშენებლო სამუშაოები (პროცენტი) | დასამთავრე-ბელი სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადები (წელი) | სახარჯთაღ-რიცხვო ღირებულება 1997 წლისათვის (ათასი ლარი) | დასამთავრებელი სამუშაოების მიახლოებითი ღირებულება (ათასი ლარი) | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| თიანეთის რაიონული სახელმწიფო არქივი | 50.0 | 75% | 1999 | 125.0 | 32.0 | შენობა იმყოფება მშენებ-ლობის დამთავრების სტადიაში. მშენებლობა შეჩერდა. ამჟამად შენობა გაძარცვულია (ხის ნაკეთო-ბები, ლითონის სტელაჟები, ელექტრო-მოწყობილობები) |
| ასპინძის რაიონული სახელმწიფო არქივი | 50.0 | 20% | 2000 | 270.0 | 125.0 | არქივი განთავსებულია გამოუსადეგარ შენობაში. მშენებლობა შეჩერებულია საძირკვლის დონეზე |
ცხრილი №3
სახელმწიფო არქივების შენობების კაპიტალური რემონტი
| არქივსაცავის დასახელება | უკანასკნელად ჩატარებული რემონტის თარიღი | რემონტის დაწყების ვადები | არქივსაცავი განთავსებულია შენობაში | შენობის საექსპლუატაციოდ გადაცემის თარიღი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
| სადაზღვევო ფონდის შენობა დუშეთში | არ ჩატარებულა | 1999 | სპეციალური | 1986 |
|
| თბილისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი | 1987 | 1998 | „ | 1972 |
|
| ფოთის საქალაქო სახელმწიფო არქივი | 1996 | 2000 | „ | 1974 |
|
| ჭიათურის საქალაქო სახელმწიფო არქივი | 1982 | 2002 | „ | 1972 |
|
| ახალციხის რაიონული სახელმწიფო არქივი | 1969 | 2000 | „ | 1968 |
|
| ბოლნისის რაიონული სახელმწიფო არქივი | 1974 | 2001 | „ | 1974 |
|
| გარდაბნის რაიონული სახელმწიფო არქივი | 1978 | 2000 | ადმინისტ.შენობის 1 სართული | 1978 |
|
| გორის რაიონული სახელმწიფო არქივი | 1995 /მიმდინარე/ | 2002 | სპეციალური | 1971 |
|
| დედოფლისწყაროს რაიონული სახელმწიფო არქივი | არ ჩატარებულა | 2000 | საერთო შენობის 1 სართ-ზე |
|
|
| ვანის რაიონული სახელმწიფო არქივი | 1979 | 1999 | ყოფ. ადმინ. შენობა | 1948 |
|
| ზესტაფონის რაიონული სახელმწიფო არქივი |
| 2000 | სპეციალური | 1967 |
|
| ზუგდიდის რაიონული სახელმწიფო არქივი | 1986 | 2000 | „ |
|
|
| ოზურგეთის რაიონული სახელმწიფო არქივი | 1986 | 1999 | „ | 1969 |
|
| ყაზბეგის რაიონული სახელმწიფო არქივი |
| 1999 | სასამართლოს შენობა |
|
|
| ხაშურის რაიონული სახელმწიფო არქივი | 1989 /მიმდინარე/ | 2002 | სპეციალური | 1971 |
|
| ქედის რაიონული სახელმწიფო არქივი |
| 2000 | ყოფილი ადმინის. შენობა | 1950 |
|
| ხელვაჩაურის რაიონული სახელმწიფო არქივი | 1982 /მიმდინარე/ | 1999 | ყოფილი მესაზღვრეების შენობა | 1950 |
|
| ხულოს რაიონული სახელმწიფო არქივი | არ ჩატარებულა | 1999 | კომუნალური მეურნეობის შენობაში | 1920 |
|
ცხრილი №4
ცენტრალური სახელმწიფო არქივებისა და რესპუბლიკური ლაბორატორიის
დანადგარ-მოწყობილობითა და მასალებით აღჭურვა
| სახელმწიფო არქივების დასახელება | დანადგარ-მოწყობილობისა და მასალების დასახელება | ||||||
| დიდი ფორმატის გამამრავლებელი ხელსაწყო (ცალი) 1999 წ. | მიკროფირების წასაკითხი აპარატი (ცალი) 1999 წ. | ქაღალდის მექანიკური საჭრელი დანა (ცალი) 1999 წ. | სხვადასხვა სახის ქიმიკატები (კგ.) 1999- 2000 წწ. | დოკუმენტების შესანახი ყუთები (ათასი ცალი) 1999-2003 წწ. | მიკროფილ მირძების ფირი გრძ. მეტრებში 1999-2003 წწ. | მიკროფირი (ცალი) 1999-2003 წწ. | |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი | – | 4 | – | – | 10,0 | – | – |
| ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი | – | 15 |
|
| 8,0 |
| – |
| სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის ცენტრალური სახელმწიფო არქივი | 1 | – | – | – | 4,0 |
| – |
| ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივი |
|
|
|
| 3,0 |
| – |
| რესპუბლიკური ლაბორატორია |
|
| 1 | 200 | – |
| 10000 |
ცხრილი №5
ნუსხა კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური სახელმწიფო არქივის
ლაბორატორიის დანადგარების, აპარატურისა და მასალებისა
| დანადგარების,ხელსაწყობისა და მასალების სახელწოდება |
|
|
|
|
|
| „ტვკ“-ს სისტემაში გამოსახულებისა და ფონოგრამის ციფრული ჩამწერის პროფესიონალური აპარატურა | 1 კომპლ. | „პანასონიკი“ | იაპონია | 500000 | 2000 წ. |
| ხმის სამონტაჟო მაგიდა | 2 „ | „ვემელეკტრონიკი“ | გერმანია | 30000 | 2000 წ. |
| ხმის სამიკშერო პულტი | 1 „ |
|
| 5000 | 1999 წ. |
| ფოტოკამერა „ჰასელბლადი“-500 | 1 „ |
|
| 500 | 2002 წ. |
| „მულგიბლიცი“-500 | 1 „ |
|
|
| 2003 წ. |
| გენერატორი სხვადასხვა სიმძლავრის | 3 „ |
|
|
| 2003 წ. |
| ნიტროფუძიანი (აალებადი) ფირიდან ტრიაცეტატურ (არაალებად) ფირზე საარქივო კინოდოკუმენტების გადაღება |
|
|
| 300000 | 1999-2003 წ. |
| ქიმიკატები სხვადასხვა |
|
|
|
| 1999-2003 წ. |
| კინოფოტოფონოფირი, ფოტოქაღალდი, აუდიოვიდეოკასეტები |
|
|
|
| 1999-2003 წ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები