არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის ჯარიმის თანხის გამოყენების შესახებ

  • Word
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის ჯარიმის თანხის გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4, 27/02/1998
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
89
21/02/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4, 27/02/1998
330.130.000.05.002.001.
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის ჯარიმის თანხის გამოყენების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/02/1998 - 24/10/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 89

1998 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის ჯარიმის თანხის გამოყენების შესახებ

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა 1998 წელს წარიმართოს შემდეგნაირად:

1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების საწარმოებში ან ობიექტის მშენებლობისას, რომელთა დაფინანსება ხორციელდება:

ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, ჯარიმის თანხის 45 პროცენტი ჩაირიცხოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში და 25 პროცენტი – შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში;

ბ) ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტიდან ან სხვა ნებისმიერი წყაროებიდან, ჯარიმის თანხის 25 პროცენტი ჩაირიცხოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში და 45 პროცენტი – შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაჯარიმება განხორციელდა:

ა) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის მიერ, ჯარიმის თანხის 30 პროცენტი გადაირიცხება მის ანგარიშზე;

ბ) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის სისტემაში შემავალი ტერიტორიული (ადგილობრივი) არქმშენინსპექციის მიერ, ჯარიმის თანხის 25 პროცენტი ჩაირიცხოს მის ანგარიშზე და 5 პროცენტი – მთავარი არქმშენინსპექციის ანგარიშზე.

3. მთავარი არქმშენინსპექციისა და მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული (ადგილობრივი) არქმშენინსპექციების ანგარიშებზე გადარიცხული თანხები გამოყენებულ იქნეს სამინისტროს და ზემოთ აღნიშნული არქმშენინსპექციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და მოსამსახურეთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად.

4. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან (მ. ჭკუასელი) ერთად გააანალიზოს არქმშენინსპექციის მიერ გაწეული მუშაობა და 1998 წლის ოქტომბერში წარმოადგინოს წინადადება ამ ზედამხედველობის ორგანოს შემდგომი ფუნქციონირების ორგანიზაციული ფორმისა და დაფინანსების შესახებ.

ე. შევარდნაძე