დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 30/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.125.016013 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2010 წლის 25 ნოემბერი
ქ. ტყიბული
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №10 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, ქალაქის იერსახეზე ზრუნვა, ტერიტორიის დაზიანების, სამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს, დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის, გზის მწვანე საფარის დანაგვიანებასა და დაზიანებაზე; “.
მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №10 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ბ) ზედამხედველობა გარე რეკლამის განთავსებაზე, შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცვლელი ნაკეთობების, ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების წესებზე “.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ქათამაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები