„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 30/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 03/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016011
  • Word
21
25/11/2010
სსმ, 57, 30/11/2010
010250050.35.125.016011
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2010 წლის 25 ნოემბერი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ “ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებით  დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად. “.

    მუხლი 2

შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებით  დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით “, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №518 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესებით“ და ამ დებულებით “.

    მუხლი 3

შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებით  დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა “  ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის დებულების, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს “.

    მუხლი 4

შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების V და VI თავი, მე-16 მუხლი,  მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

       მუხლი 5

დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                              დ .  ქათამაძე