დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 58, 02/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.138.016015 |
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 46
2010 წლის 25 ნოემბერი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ოქტომბრის №34 დადგენილებაში (სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1317) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი ფასი დგინდება საკრებულოს მიერ: უძრავი ქონების შემთხვევაში ბალანსის მფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე “.
2. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ბიჯის და სააუქციონო ბილეთის ღირებულების დასადგენად იქმნება საპრივატიზებო კომისია.’’
3. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი :
,,10. ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს, საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ადგენს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.’’.
4. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში)’’.
5. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე – როგორც გამყიდველი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. გიქოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები