დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, ნებართვის მიღების და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 58, 02/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300010000.35.138.016014 |
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2010 წლის 25 ნოემბერი
ქ.ახალციხე
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, ნებართვის მიღების და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, ნებართვის მიღების და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ოქტომბრის №36 დადგენილებაში (სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1319):
დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი ფასი 12 მეტრზე საანგარიშო პერიოდში განისაზღვროს 3 ლარის ოდენობით.’’..
დადგენილებით დამტკიცებულ დანართში:
ა. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. რეკლამიდან გათვალისწინებული შემოსავლის პროცენტს, აუქციონზე დასასწრები ბილეთის ფასს, ბიჯსა და ბეს, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში გარე რეკლამის საშუალების 12 მეტრზე რეკლამის განთავსების მინიმალური საფასურის ოდენობას აუქციონის გამოცხადებამდე ადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტში შექმნილი საპრივატიზებო კომისია.’’;
ბ. ამოღებულ იქნეს პირველი მუხლის მე-9 პუნქტი;
გ. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყის ფასს (შემდგომში – საყისი ფასი);“;
დ. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ნებართვის მაძიებლისათვის ნებართვის გადაცემის ვადას;“.
ე. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არ მოხდა ზედიზედ 5-ჯერ აუქციონზე გამოტანილი ლოტის გაცემა ან აუქციონის პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, გარე, რეკლამის განთავსების ნებართვა შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება შეთავაზებულ იქნეს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობისა.“.
ვ. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. აუქციონში მონაწილეს, რომელსაც სურს შეისყიდოს საწყის ფასად ლოტი, სწევს მონაწილის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), ხოლო თუ არც ერთი მონაწილის მიერ არ იქნა აწეული მონაწილის დაფა, აუქციონატორი საწყის ფასს აკლებს დადგენილი ბიჯის ოდენობას და აცხადებს კლებადობის შესაბამისად გასაყიდ ფასს. ბიჯის კლებადობა გრძელდება მანამ, სანამ ერთ-ერთი მონაწილის მიერ არ იქნება მონაწილის დაფა აწეული ან გასაყიდი ფასი არ დავა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობამდე.“.
ზ. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).’’.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. გიქოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები