„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 02/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.138.016012
  • Word
43
25/11/2010
სსმ, 58, 02/12/2010
010260020.35.138.016012
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №43

2010 წლის 25 ნოემბერი 

ქ.ახალციხე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №31 დადგენილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

    მუხლი 1.

შეტანილ იქნეს ცვლილებები „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს 1 დადგენილებაში (სსმ V, 26, 17.09.2010 წ., მუხ.704) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

პირველ მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება ამოღებულ იქნას და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგეობის ტერიტორიულ ორგანოს აქვს საკუთარი ბეჭედი (თვითმმართველ ერთეულში შემავალი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის აღნიშვნით) და ბლანკი.’’

მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი

1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების მიღება მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

2. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.’’

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.     

საკრებულოს  თავმჯდომარე                               მ.  გიქოშვილი