ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 02/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 29/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.138.016007
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
38
25/11/2010
სსმ, 58, 02/12/2010
210020010.35.138.016007
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/12/2010 - 31/01/2011)

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2010 წლის 25 ნოემბერი

ქ.ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

    მუხლი 2

  განისაზღვროს და დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:

ა. ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით;

ბ. გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ა. ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარის ოდენობით თვეში;

ბ. იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 15 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.       

3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:

ა. კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარის ოდენობით;

ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 500 ლარის ოდენობით;

გ. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5 500 ლარის ოდენობით;

დ. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 იანვრის №1 დადგენილება.

    

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                   მ. გიქოშვილი