დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 30/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.158.016005 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2010 წლის 25 ნოემბერი
ქ. ბოლნისი
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №20 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 15.11.2010, მუხ.1472 ), კერძოდ,
ა) დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების და ქონების მართვის სამსახური მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ წინადადებას წარუდგენს გამგებელს. გამგებელი, თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დასამტკიცებლად, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს და სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.“;
ბ) დადგენილების პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. გამყიდველი, აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდველის სახელით ადგენს აუქციონში (პირობებით აუქციონში) გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს, რომელზეც გამყიდველის სახელით ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.”;
გ) დადგენილების მე-7 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, მისი დასრულების შემდეგ, სააუქციონო კომისია აფორმებს გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს, რომლის შემდგომ არა უგვიანეს 1 თვის ვადაში შეიმუშავებს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების პროექტს და წარუდგენს გამგებელს.
6. გამგებელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს –საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების პროექტს.
7. ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარე აფორმებს დამატებით წერილობით ხელშეკრულებას, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.”.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები