დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/01/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 2, 21/01/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №36
1998 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები: მარიამ გრიგალაშვილი – ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის დოცენტი, საქართველოს დამსახურებული ექიმი
ლინა ერისთავი – ფარმაკოგნოზიის კათედრის პროფესორი, საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
დავით საყვარელიძე – პრორექტორი სამკურნალო დარგში, კანისა და ვენერიულ სნეულებათა კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
კიტა ცაგარეიშვილი – რექტორის თანაშემწე, სამხედრო-სამედიცინო სამსახურის გადამდგარი პოლკოვნიკი
ალექსი ხოჭავა – პედიატრიული ფაკულტეტის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები