დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 6 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/01/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 1, 30/01/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №22
1998 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 6 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 6 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს: „შეთანხმება ტურიზმის სფეროში საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები