დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 19/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 29/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320110000.17.010.016001 |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება №6
2010 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
1. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში (სსმ III, 31.10.2005, №127, მუხ. 1415) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რეგულირების საფასურის ოდენობაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.75 პროცენტი.“ ;
ბ) დადგენილებას დაემატოს 31 პუნქტი:
„31. რეგულირების საფასურის ოდენობაა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის (მიწოდების) ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის და აქციზის გარეშე) 0.75 პროცენტი.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.5 პროცენტი.“;
დ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №1
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის
................................................................................
(საანგარიშო პერიოდის დასახელება)
................................................................................
(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)
.............................................................. ........................... .............................
(ავტორიზებული პირის დასახელება) (ტელეფონის ნომერი)
| 1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ის გარეშე |
|
| 2. რეგულირების საფასური – I სტრიქონის 0.75% |
|
| 3. ფაქტობრივად გადახდილია |
|
| 4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში (სტრ.2 – სტრ. 3) |
|
დირექტორი:
მთავარი ბუღალტერი:
ბ.ა
ე) დადგენილებას დაემატოს დანართი №11 შემდეგი რედაქციით:
დანართი №11
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას
................................................................................
(საანგარიშო პერიოდის დასახელება)
................................................................................
(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)
.............................................................. ......................................................
(ავტორიზებული პირის ასახელება) (ტელეფონის ნომერი)
| 1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ის და აქციზის გარეშე |
|
| 2. რეგულირების საფასური – I სტრიქონის 0.75% |
|
| 3. ფაქტორივად გადახდილია |
|
| 4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში (სტრ.2 – სტრ. 3) |
|
დირექტორი:
მთავარი ბუღალტერი:
ბ.ა
ვ) დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №2
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისათვის
................................................................................
(საანგარიშო პერიოდის დასახელება)
................................................................................
(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)
...................................................... ...............................................
(ლიცენზიის მფლობელის დასახელება) (ტელეფონის ნომერი)
| 1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ის გარეშე |
|
| 2. რეგულირების საფასური – I სტრიქონის 0.5% |
|
| 3. ფაქტორივად გადახდილია |
|
| 4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში (სტრ.2 – სტრ. 3) |
|
დირექტორი:
მთავარი ბუღალტერი:
ბ.ა.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები