დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსათვის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 783 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/12/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №783
1997 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსათვის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ
1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის (ყოფილი საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს) ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობა (ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №12).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს განთავსების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 8 მარტის №144 დადგენილება და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 31 იანვრის №24 განკარგულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები