დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 955 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 29/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.08.002.016077 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №955
2010 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., №6, მუხ. 35) დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-10 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველ აბზაცში სიტყვები: „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში:“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში:“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“;
გ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები