„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის N166 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის N166 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 143/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 24/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 29/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016011
  • Word
143/01
24/11/2010
სსმ, 155, 29/11/2010
220090000.18.011.016011
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის N166 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №143/01

2010 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007., №97, მუხ. 1040) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბანკთაშორისი ანგარიშსწორება – ანგარიშსწორება ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას ან საბანკო დაწესებულებებს შორის;“

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს ,,ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ყ1“ ქვეპუნქტი:

,,ყ1) ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი – ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ მინიჭებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი.“.

4. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს ,,ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ჯ1“ და ,,ჯ2“ ქვეპუნქტები:

,,ჯ1:) ინდივიდუალურ რეჟიმში საგადახდო დავალების შესრულება – გადამხდელის ბანკის მიერ საგადახდო დავალების  ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემისათვის (უწყვეტ რეჟიმში) დაუყოვნებლივი ინდივიდუალური გადაცემა; 

2) პაკეტურ რეჟიმში საგადახდო დავალების შესრულება – ბანკის მიერ ერთ პაკეტად ფორმირებული საგადახდო დავალებების გადაცემა ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემისათვის, რომლებიც შესაძლოა განკუთვნილი იყოს ერთი ან რამდენიმე მიმღებისთვის.“.

5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) ანგარიში (კრედიტი) – სახსრების მიმღების ანგარიში ბანკში ან ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი (ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის გადარიცხვების შემთხვევაში)“

6. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ნ“ ქვეპუნქტი.

7. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. საოპერაციო დღის განმავლობაში კლიენტებისგან მიღებული საგადახდო საბუთების შესრულება ეროვნულ ვალუტაში ხდება იმავე სამუშაო დღეს დაუყოვნებლივ, თუ გადამხდელი და მიმღები პირი ერთი ბანკის კლიენტია.“

8. მე-3 მუხლს მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 71, 72, 73, 74 და 75 პუნქტები:

,,71. საოპერაციო დღის განმავლობაში კლიენტისგან მიღებული საგადახდო დავალების შესრულება, რომლის თანხა არის ან აღემატება 10 000 ლარს, უნდა განხორციელდეს  ინდივიდუალურ რეჟიმში. კლიენტის მოთხოვნით საგადახდო დავალების შესრულება ასევე უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურ რეჟიმში, მიუხედავად საგადახდო დავალების თანხის ოდენობისა.

72. საოპერაციო დღის განმავლობაში კლიენტისგან მიღებული საგადახდო დავალების შესრულება, რომლის თანხა არ აღემატება 10 000 ლარს, შესაძლოა განხორციელდეს  პაკეტურ რეჟიმში.

73. საოპერაციო დღის დამთავრების შემდეგ, სამუშაო დღის ბოლომდე შემოსული საგადახდო საბუთები შესრულდება არა უგვიანეს  მომდევნო საოპერაციო დღეს.

74. ამ მუხლის მე-7 – 73 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც  კომერციულ ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმებით გათვალისწინებულია საგადახდო დავალების შესრულების სხვა ვადები და იგი არ ეწინააღმდეგება  მოქმედ კანონმდებლობას.

75. კომერციული ბანკი ვალდებულია მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია საგადახდო დავალების ინდივიდუალურ რეჟიმში შესრულების შესაძლებლობისა და პირობების შესახებ.“.

9. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ბანკთაშორის ანგარიშსწორების სისტემისათვის გადასაცემი ელექტრონული საგადახდო საბუთი უნდა შეიცავდეს ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ყველა რეკვიზიტს, გარდა იმ რეკვიზიტებისა, რომელთა გადატანაც ელექტრონულ ფორმატში შეუძლებელია (ბეჭედი, შტამპი, ხელმოწერა), ამასთან, იგი უნდა შეიცავდეს დამატებით რეკვიზიტებს – საბუთის უნიკალურ კოდს (რეფერენსს), ელექტრონულ-ციფრულ ხელმოწერას. ბანკის საოპერაციო დღის სისტემაში ელექტრონულ საგადახდო საბუთს, შესაძლოა ჰქონდეს სხვა დამატებითი რეკვიზიტებიც (მაგ., შიდა ოპერაციების განმკარგულებლების და შემსრულებლების კოდები, სპეციალური სისტემური ნიშნები, მიმდინარე სტატუსი და სხვ.). ინფორმაციის კომპიუტერულ ტექნიკაში შეტანის დროს ელექტრონულ საგადახდო დავალებაში ძირითადი ველების შეტანა ხდება უშუალოდ ქაღალდის საგადახდო დავალებიდან, ხოლო დამატებითი ველების წარმოშობა (ან გამოძახება) ხდება სისტემური საშუალებებით (პროგრამულ-ტექნიკური საშუალებები.“.

10.მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ქაღალდის საგადახდო დავალების გაფორმება (დოკუმენტალური ოპერაციების გარდა) ხდება ამ წესების №8 და №9 დანართებში მოცემული ფორმით, რომელთა შევსების წესებიც მოცემულია №4 დანართში. ველები, რომელთა რეკვიზიტებსაც მნიშვნელობები არ გააჩნია, რჩება შეუვსებელი (არასაბიუჯეტო ანგარიშებზე გადარიცხვის ამსახველი საგადახდო დავალებების ველები). ამ წესების მე-8  დანართით მოცემულ საგადახდო დავალების ფორმას გააჩნია სარეკომენდაციო ხასიათი.“.

11. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

12. დანართი №8 და დანართი №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) მონაწილეები ვალდებულნი არიან სახაზინო ველით საგადახდო დავალებების წარმოდგენის შემთხვევაში უზრუნველყონ მათი კორექტირება ამ ბრძანების შესაბამისად (სახაზინო კოდის მიმღების ანგარიშის ველში მითითება).

მუხლი 3. დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მონაწილეებმა უზრუნველყონ საგადახდო დავალებების სისტემისათვის გადაცემისას სახაზინო კოდის მიმღების ანგარიშის ველში მითითება.

მუხლი 4. ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნულ ბანკში  დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) ახალი სისტემის ექსპლუატაციაში გაშვებით.

მუხლი 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 3 დეკემბრიდან.

გ. ქადაგიძე

დანართი №2

მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვის წესი

             

1. მიმღების ანგარიშის ნომერი თუ არ წარმოადგენს  IBAN-ს, მაშინ მიმღები  ბანკის  მიერ  მიმღების  ანგარიშზე  სახსრების  ჩარიცხვა  წარმოებს კორესპონდენტი  ბანკისგან (ან „კლიენტი-ბანკის“  შემთხვევაში,  როდესაც  მიმღები  ამავე  ბანკის  კლიენტია), მიღებულ ელექტრონულ (ან ქაღალდის) საგადახდო საბუთში მითითებული მიმღების ანგარიშის ნომრის და მიმღების დასახელების მიხედვით. ამ რეკვიზიტებიდან  მხოლოდ  ერთ-ერთის  შესაბამისობის  შემთხვევაში  მიმღების ანგარიშზე  სახსრების  ჩარიცხვა  დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში  სახსრების  მფლობელის დადგენამდე, ბანკს უფლება აქვს შეაჩეროს მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა.

11. თუ მიმღების ანგარიში წარმოდგენილია IBAN-ის ფორმატში, თანხის მიმღების იდენტიფიცირება, ბანკმა უნდა განახორციელოს მხოლოდ IBAN-ის მიხედვით. მიმღები ბანკი ვალდებულია მიმღების ანგარიშზე დაუყოვნებლივ ჩარიცხოს მიღებული თანხები, თუ მიმღების ანგარიში წარმოდგენილია IBAN-ის ფორმატში.

12. მიმღების რეკვიზიტების  სისწორის  შემთხვევაში  თანხის  ჩარიცხვა  მიმღების  ანგარიშზე უნდა მოხდეს იმავე დღეს ამ მუხლის „11“ პუნქტის მოთხოვნის დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი  აქვს  საქართველოს  ეროვნული  ბანკის  ბანკთაშორისი  ანგარიშსწორების  სისტემის  შეფერხებებით გამოწვეულ  სახსრების  დაგვიანებით ჩარიცხვებს. 

2. იმ შემთხვევაში, თუ მიმღების ანგარიშის ნომერი არ არის IBAN და საგადახდო საბუთში მითითებული მიმღების ანგარიშის ნომერი და მიმღების დასახელება არ შეესაბამება  მიმღების  ბანკში  გახსნილ  კლიენტის  ანგარიშს  და  მის  დასახელებას, ბანკის  მიერ  მიღებული  სახსრები  დროებით  ჩაირიცხება „გაურკვეველი  თანხების ანგარიშზე“. ანგარიშის IBAN-ის ფორმატში წარმოდგენის შემთხვევაში, თუ ბანკი არ განახორციელებს ტრანზაქციას იმ საფუძვლით, რომ მიმღების IBAN არასწორია, მიღებული სახსრები ასევე ჩაირიცხება „გაურკვეველი  თანხების ანგარიშზე“. მიმღები ბანკი, არა უგვიანეს სახსრების მიღების მომდევნო სამუშაო დღისა,  ვალდებულია მიიღოს ზომები სახსრების მფლობელის დასადგენად. ბანკი ვალდებულია  ფულადი  სახსრები,  რომელთა  მფლობელის  დადგენა  აღმოჩნდება შეუძლებელი, 3 სამუშაო დღის განმავლობაში (გარდა საერთაშორისო ანგარიშსწორების შემთხვევისა) დაუბრუნოს გადამხდელ ბანკს (დაბრუნების მიზეზის ჩვენებით).

3. რეალური მფლობელის დასადგენად, სახსრების მიმღების მომსახურე ბანკი ვალდებულია მიმღების მონაცემები (ანგარიშის ნომერი და დასახელება) დააზუსტოს გადამხდელის ბანკთან.

4. გადამხდელის ბანკიდან დაზუსტებული მონაცემების მიღების შემთხვევაში, მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა წარმოებს მიღებული საგადახდო საბუთის და დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, ამასთან, ამ ოპერაციის ელექტრონულად შესრულებისას, გადახდის დანიშნულებაში მიეთითება როგორც საგადახდო საბუთის ნომერი და თარიღი, ისე იმ დოკუმენტის ნომერი და თარიღი, რომლითაც მოხდა მონაცემების დაზუსტება.

5. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მიყენებული ზარალისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმღების მომსახურე ბანკს.

6. უქაღალდო ტექნოლოგიის შემთხვევაში, როდესაც დაცულია ამ წესების მე-18 მუხლით განსაზღვრული ,,ელექტრონული არქივების ორგანიზაციის“ პირობები, მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა ხდება ბანკის მიერ მიღებული ელექტრონული საგადახდო დავალებების მეშვეობით, კომპიუტერული გატარებებით (ქაღალდის საბუთების გამოყენების გარეშე). ამ შემთხვევაში ელექტრონული საგადახდო საბუთის ბეჭდვა ქაღალდზე, დღიურ საბუთებში განთავსების მიზნით, სავალდებულო არ არის.

7. თუ ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობა ასევე რეგულირდება უქაღალდო ტექნოლოგიით, ასეთ შემთხვევაში დღიური ელექტრონული საგადახდო საბუთები და ანგარიშიდან ამონაწერი მიმღებს (კლიენტს) გადაეცემა ელექტრონულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და ვადებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი № 8

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №9