დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 759 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/12/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 23/12/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №759
1997 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
ბოროტმოქმედთა დაკავებისას გამოჩენილი მამაცობის, თავდადებისა და მხედრული ვალის ღირსეულად მოხდისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:
III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:
თამაზ დგებუაძე – პოლიციის პოლკოვნიკი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს უფროსი;
ივანე ჯიქურაული – პოლიციის პოლკოვნიკი, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი.
მედლით „მხედრული მამაცობისათვის“
ვახტანგ სამხარაძე – პოლიციის მაიორი, მცხეთის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების პოლიციის მე-3 ქვეგანყოფილების უფროსი;
ჯუმბერ წივილაძე – პოლიციის პოლკოვნიკი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები