აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახლებული ფართობის შეცვლის შესახებ

  • Word
აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახლებული ფართობის შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 750
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.110.020.05.002.000.
  • Word
750
22/12/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997
010.110.020.05.002.000.
აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახლებული ფართობის შეცვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №750

1997 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართობის შეცვლის შესახებ

მიღებულ იქნეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართობის შეცვლის მიზნით:

1. გამოიყოს გარდაბნის რაიონის სოფელ ფონიჭალის საკრებულოს ტერიტორიაზე, თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობი აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად.

2. გარდაბნის რაიონის გამგეობამ შეადგინოს დასასახლებელი სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტი.

3. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) მშენებლობისათვის გამოაცხადოს ტენდერი.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) გაითვალისწინოს და გამოუძებნოს საჭირო თანხა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისთვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 20 ოქტომბრის 508 დადგენილება გარდაბნის რაიონის კრწანისის სასწავლო-ექსპერიმენტული მეურნეობიდან აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული მოსახლეობისათვის 20 ჰექტარი მიწის გამოყოფის შესახებ და ეს მიწის ფართობი დაუბრუნდეს კრწანისის სასწავლო-ექსპერიმენტულ მეურნეობას ან გაიცეს იჯარით გარდაბნის რაიონის გამგეობის მიერ.

6. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე), ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ (თ. ნინიძე) გარდაბნის რაიონის გამგეობის მონაწილეობით გადაწყვიტონ მშენებარე საცხოვრებელი სახლების შემდგომში ბალანსიდან ბალანსზე გადაცემისა და გამოყენების საკითხი.

7. გარდაბნის რაიონის გამგეობამ:

ა) სახელმწიფოს საკუთრების მიწებიდან გამოყოს ფონიჭალის მოსახლეობისათვის 25 ჰექტარი მიწის ფართობი თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება შპს მებოსტნის ფართობებიდან გამოყოფილი 45 ჰექტარი სახნავის საკომპენსაციო ფართობების დადგენილი წესით იჯარით გადაცემის შესახებ.

ე. შევარდნაძე