საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/2/411

  • Word
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/2/411
დოკუმენტის ნომერი 1/2/411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 19/12/2008
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62, 23/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1/2/411
19/12/2008
სსმ, 62, 23/12/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/2/411
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/2/411

საქართველოს სახელით

ქ. ბათუმი, 2008 წლის 19 დეკემბერი

 

(ამონარიდი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო   ა დ გ ე ნ ს:

1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №411 (შპს რუსენერგოსერვისი“, შპს პატარა კახი“, სს გორგოტა“ და გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო ფერმერი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ).

2. ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დ“ ქვეპუნქტი (იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რელიზაციას) და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

3. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დ“ ქვეპუნქტი (იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ელექტრო-ენერგიის საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რელიზაციას) და `ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

4. შეწყდეს საქმე მოსარჩელე შპს ენერგიის“ მიმართ.

5. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასა-მართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების მომენტიდან.

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

7. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და უზენაეს სასამართლოს.

8. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.

 

კოლეგიის წევრები

კონსტანტინე ვარძელაშვილი

ვახტანგ გვარამია

ქეთევან ერემაძე

ბესარიონ ზოიძე