დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტიქიური მოვლენების შედეგად ლენტეხის რაიონიდან საქართველოს სხვადსახვა რეგიონში ჩასახლებული მოსახლეობისთვის ლენტეხის რაიონში მიწების გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 748 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/12/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.110.020.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №748
1997 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
სტიქიური მოვლენების შედეგად ლენტეხის რაიონიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებული მოსახლეობისათვის ლენტეხის რაიონში მიწების გამოყოფის შესახებ
სტიქიური მოვლენების შედეგად ლენტეხის რაიონიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებული მოსახლეობის ნაწილმა გამოთქვა სურვილი ადგილმდებარეობის შეცვლამდე მათ სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
პრობლემის გადაწყვეტის მიზნით:
1. ლენტეხის რაიონიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებულ იმ ოჯახებს, რომლებიც აგრძელებენ ლენტეხის რაიონში მამაპაპური საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყენებას, გაუფორმდეთ იგი კერძო საკუთრებაში, არა უმეტეს 600 კვ. მეტრისა.
2. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ჯანელიძე), ლენტეხის რაიონის შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ აღნიშნული ოჯახების მამაპაპური საკარმიდამოების საცხოვრებლად ვარგისიანობა და გასცენ შესაბამისი დასკვნა.
3. ლენტეხის რაიონის გამგეობამ კომლად აღადგინოს ის პერსპექტიული (ახალგაზრდა) ოჯახები, რომელთათვისაც სამიგრაციო რაიონებში გადაცემული სახლები, დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, საცხოვრებლად გამოუსადეგარია.
4. იმ ოჯახების, რომელთათვისაც სამიგრაციო რაიონებში გადაცემული სახლები საცხოვრებლად ვარგისია, ლენტეხის რაიონში კომლად აღდგენა მოხდეს აღნიშნული სახლებისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის ნებაყოფლობით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები