ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და l კლასს დაქვემდებარებულ შენობა–ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/ მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 03/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.119.016044
  • Word
57
24/11/2010
სსმ, 59, 03/12/2010
330130000.35.119.016044
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და l კლასს დაქვემდებარებულ შენობა–ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/ მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2010 წლის 24 ნოემბერი

ქ. ხონი

„ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/ მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 20 ოქტომბრის №01–40/941 წერილში მოცემული სამართლებრივი შენიშვნის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №32 დადგენილებაში (სსმ V, 2010 წ., № 37, მუხლი 1075) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

    მუხლი 1

დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“.

    მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ , „ბ“, „დ“, „ე“,  „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე,                     „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით დასაშვებია ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთისა, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია თუ:

ა) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა განეკუთვნება ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართულ სახეობებს;

ბ) შენობა-ნაგებობების ნებისმიერი ფასადი არ არის განთავსებული ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, გზაზე ან განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიების (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ.“.

    მუხლი 2

    მუხლი 6  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 6

„პირველი კლასის ნებისმიერი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე დადგენილების ერთი – ხუთი პუნქტის მოთხოვნებს, საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, რაც გაიცემა მეორე კლასის მშენებლობისთვის დადგენილი წესით.“.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გ. გელენიძე