დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აკადემიკოს კ. ერისთავის სახელობის ექპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 727 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 09/12/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 09/12/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №727
1997 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
აკადემიკოს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის აკადემიკოს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:
ღირსების ორდენით:
გიორგი იოსელიანი – საპატიო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
ღირსების მედლით:
თენგიზ აბულაძე – დირექტორის მოადგილე
გრიგოლ ბუაჩიძე – რეანიმაციის განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი
მერაბ კილაძე – მეორე ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
შოთა ჩარგეიშვილი – გასტროენტეროლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები