"ხონის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 03/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016043
  • Word
56
24/11/2010
სსმ, 59, 03/12/2010
010250020.35.119.016043
"ხონის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 56

2010 წლი24 ნოემბერი

ქ. ხონი    

ხონის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის 34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის 20 ოქტომბრის 01–40/943 წერილში მოცემული სამართლებრივი შენიშვნის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ა დ გ ე ნ ს:

ხონის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან  სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის 34 დადგენილებაში (სსმ V, 2010 წელი,37,  მუხლი 1077) შეტანილ იქნეს შედეგი ცვლილებები.

    მუხლი 1

დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ხონის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ.

    მუხლი 1

     ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: განისაზღვროს ხონის მუნიციპალიეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას  საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით:

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – შესაბამის ტერიტორიულ ზონაში მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის 5%.

1. სხვა უძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 5%.

2. მოძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 5%.

    მუხლი 2

    მუხლი 2 ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე             გ. გელენიძე