იმპორტული და საექსპორტო პროდუქციის სერთიფიკაციის ერთობლივი ორგანიზაციების შექმნის შესახებ

  • Word
იმპორტული და საექსპორტო პროდუქციის სერთიფიკაციის ერთობლივი ორგანიზაციების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 724
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 15/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 300.230.000.05.002.000.
  • Word
724
09/12/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 15/12/1997
300.230.000.05.002.000.
იმპორტული და საექსპორტო პროდუქციის სერთიფიკაციის ერთობლივი ორგანიზაციების შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №724

1997 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

იმპორტული და საექსპორტო პროდუქციის სერტიფიკაციის ერთობლივი ორგანიზაციების შექმნის შესახებ

საქართველოში პროდუქციის სტანდარტიზაციასა და სერტიფიკაციასთან დაკავშირებული საქმიანობის დონის ამაღლების, მისი ტექნიკურ-მატერიალური ბაზის გაუმჯობესების, ქვეყნის სასაქონლო ბაზრის უხარისხო პროდუქციისაგან დაცვის, საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მომხმარებელთა და მეწარმეთა ინტერესების დაცვის მიზნით:

1. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (საქსტანდარტი) (ჯ. მანჯგალაძე) მიიღოს ზომები საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად სხვა სახელმწიფოების პროდუქციის ხარისხის შემმოწმებელ, მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ორგანიზაციებთან. მათი დაინტერესების შემთხვევაში ხელი შეუწყოს თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილი ერთობლივი ორგანიზაციების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისობის სერტიფიკატების გაცემას საერთაშორისო მოთხოვნების დონეზე და მოახდინოს მათი აკრედიტაცია. ამასთანავე, ერთობლივი ორგანიზაციების აკრედიტაციისას გაითვალისწინოს, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მათ მიერ გაცემული სერტიფიკატები უნდა სარგებლობდნენ იგივე უფლებებით, როგორც ერთობლივი ორგანიზაციების დამაარსებელ უცხო სახელმწიფოთა ხარისხის შემმოწმებელი ორგანიზაციების მიერ გაცემული სერტიფიკატები.

2. იმპორტული პროდუქცია, რომელსაც აქვს შესაბამისობის სერტიფიკატი გაცემული ხარისხის შემმოწმებელი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც საქართველოში შექმნილი აქვს საქსტანდარტის მიერ აკრედიტებული ერთობლივი ორგანიზაცია, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გაფორმებას გაივლის შესაბამისობის სერტიფიკაციის გამარტივებული წესით, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც წარმოიშვება ცალკეული სერტიფიკატების საკონტროლო შემოწმების აუცილებლობა.

გადაწყვეტილებას საკონტროლო შემოწმების შესახებ იღებენ საქსტანდარტის სათანადო ორგანოები.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნებიდან პროდუქციის საქართველოში იმპორტისას და ამ ქვეყნებში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტისას სერტიფიკაცია ხორციელდება სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დსთ-ის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს მიერ განსაზღვრული წესებით.

პასუხისმგებლობა გაცემული სერტიფიკატის სისწორისათვის მთლიანად ეკისრება სერტიფიკატის გამცემ ორგანიზაციას.

3. ზემოთ აღნიშნული წესით საქართველოში შემოსული პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს დამამზადებელ ქვეყანაში ამ პროდუქციისათვის არსებულ ნორმებსა და საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს საშიში და მავნე იმპორტული პროდუქციისაგან შიდა სამომხმარებლო ბაზრის დაცვის თაობაზე.

4. დაინტერესებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა საქსტანდარტთან და სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან ერთად მიიღონ ქმედითი ზომები ყველა სახის სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის მოწესრიგებისა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის; საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინონ წინადადებები მოქმედ კანონებსა და ნორმატიულ აქტებში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ.

ე. შევარდნაძე