ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 03/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 11/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016042
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
55
24/11/2010
სსმ, 59, 03/12/2010
010250050.35.119.016042
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/12/2010 - 23/02/2011)

ხონის მუნიციპალიეტის საკრებულოს

დადგენილება 55

2010 წლი 24 ნოემბერი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის  დებულების დამტკიცების ესახებ

  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და  43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე ნორმატიული აქტების შესაბამისად” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება (დანართი 1).

  2.   დადგენილება ძალაშია დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                   გ. გელენიძე

                                                                                                              დანართი 1

ხონის მუნიციპალიტეტის  გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდეგ სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც  უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხონის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების განხორციელებას და ამ მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში, სხვა ღონისძიებათა გატარებას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში  ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

   3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

   4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი და ბეჭედი თავისი დასახელებით.

    მუხლი 2. სამსახურის უფლება-მოვალეობანი

1. სამსახურის ფუნქცია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება, დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების პროცედურების განხორციელება;

გ) შესყიდვის ხელშეკრულების პროექტის მომზადება, კონტროლი მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების პირობების დაცვაზე;

დ)  ერთიანი სისტემატიზებული ფორმით ინფორმაციის შეგროვება დაგეგმილი და წარმოებული მუნიციპალური შესყიდვების, მუნიციპალური შესყიდვის არსებული და შესაძლო ობიექტის პოტენციური მიმწოდებლებისა და მუნიციპალურ შესყიდვაში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ;

ე) შესყიდვების ჩატარების ესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენა;

ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრა სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

2. სამსახურს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მიერ სახელმწიფო შესყიდვების  პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე აატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით განსაზვრული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 3. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (ტექსტში შემდგომ უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2. სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ სამსახური აერთიანებს:

ა) მთავარ სპეციალისტს ორგანიზაციულ საკითხებში;

ბ) მავარ სპეციალისტს იურიდიულ საკითხებში.

3. სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი   განისაზღვრება მომსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც  დაკისრებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს.

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო  ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შეაბამისად.

5. სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს მოშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს   სამსახურზე დაკისრებულ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

     ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას.

6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნაშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

    მუხლი 4. საფინანსო სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს  თავმჯდომარე                        გ. გელენიძე