დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 717 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 08/12/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 15/12/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.170.280.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №717
1997 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 2 ნოემბრის №1030 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების მოწესრიგების მიზნით:
1. შეწყდეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 2 ნოემბრის №1030 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკაში გამოშვებული სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების მოქმედების ვადა და 1998 წლის 1 სექტემბრამდე მოხდეს მათი დაფარვა.
2. კუპონის ლარზე გადაცვლის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ოფიციალური კურსისაგან (ერთი მილიონი კუპონი – ერთი ლარი) განსხვავებით ობლიგაციების ნომინალების დაფარვა განხორციელდეს შემდეგი თანაფარდობით:
10000 კუპონის ღირებულების ობლიგაციის მფლობელს მიეცეს 20 თეთრი;
5000 კუპონის ღირებულების ობლიგაციის მფლობელს მიეცეს 10 თეთრი;
1000 კუპონის ღირებულების ობლიგაციის მფლობელს მიეცეს 2 თეთრი.
3. მოგებახვედრილი ობლიგაციების განაღდება განხორციელდეს თანდართული დანართის თანახმად.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი):
ა) 1997 წლის 15 დეკემბრამდე განსაზღვროს ობლიგაციების დაფარვის წესი;
ბ) უზრუნველყოს მფლობელთათვის აღნიშნული ობლიგაციების დაფარვა ამ ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული თანაფარდობით.
5. აღნიშნული შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების მომსახურება განხორციელდეს საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ამ ობლიგაციების დასაფარავად გათვალისწინებული 200 000 (ორასი ათასი) ლარით.
6. დაფარული ობლიგაციები განადგურდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
ე. შევარდნაძე
დანართი
მოგებახვედრილი ობლიგაციების განაღდების ცხრილი
მოგებების ოდენობა (კუპონი) | გასაცემი თანხა (ლარი) |
1.000000 | 20 |
500000 | 10 |
250000 | 5 |
100000 | 2 |
75000 | 1,50 |
50000 | 1 |
10000 | 0.20 |
დოკუმენტის კომენტარები