მ. უკლებასათვის, მ.ჭკუასელისათვის, მ. ადეიშვილისათვის და კ. ზალდასტანიშვილისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
მ. უკლებასათვის, მ.ჭკუასელისათვის, მ. ადეიშვილისათვის და კ. ზალდასტანიშვილისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 715
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 15/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.000.
  • Word
715
06/12/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 15/12/1997
010.340.000.05.002.000.
მ. უკლებასათვის, მ.ჭკუასელისათვის, მ. ადეიშვილისათვის და კ. ზალდასტანიშვილისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №715

1997 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

მ. უკლებასათვის, მ. ჭკუასელისათვის, მ. ადეიშვილისათვის და კ. ზალდასტანიშვილისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს უფლებამოსილება:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს მ. უკლებას, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებებს საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საარქივო სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს მ. ჭკუასელს, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ;

გ) საქართველოს ტრანსპორტის მინისტრს მ. ადეიშვილს, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული გადაზიდვების შესახებ;

დ) საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს კ. ზალდასტანიშვილს, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ.

ე. შევარდნაძე