სააქციო საზოგადოება ,,აგრომრეწვბანკის" ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სააქციო საზოგადოება ,,აგრომრეწვბანკის" ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 710
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 15/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 240.060.000.05.002.000.
  • Word
710
04/12/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 15/12/1997
240.060.000.05.002.000.
სააქციო საზოგადოება ,,აგრომრეწვბანკის" ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №710

1997 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება აგრომრეწვბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების ღონისძიებათა შესახებ

აგროსამრეწველო ბანკი, როგორც ყოფილი სახელმწიფო საბანკო სისტემა, ხელს უწყობდა საქართველოს მთავრობის მიერ დასახული სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას. ის იყო ერთადერთი საბანკო სისტემა, რომლის მეშვეობითაც საქართველოში წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სოფლის მეურნეობის შეღავათიანი დაკრედიტება, რამაც ბანკს მძიმე ფინანსური მემკვიდრეობა დაუტოვა.

1993-1995 წლებში ყოფილი მინისტრთა კაბინეტის დავალებებით სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისა და სხვა მეურნე სუბიექტებისათვის მათი ფინანსური მდგომარეობის გაუთვალისწინებლად სესხების გაცემამ უარყოფითად იმოქმედა აგროსამრეწველო ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე.

ზემოაღნიშნული დაადასტურა სააქციო საზოგადოება აგრომრეწვბანკსა” და სახელმწიფოს შორის ფინანსურ ვალდებულებათა შესწავლის მიზნით საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 1997 წლის 26 აგვისტოს №128 ბრძანებით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ. აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და სააქციო საზოგადოება აგრომრეწვბანკის” ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით:

1. მიღებულ იქნეს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული სააქციო საზოგადოება აგრომრეწვბანკის” დროებითი ადმინისტრაციის წინადადება, შეთანხმებული სააქციო საზოგადოება აგრომრეწვბანკის” სამეთვალყურეო საბჭოსთან და აგრომრეწვბანკის მიერ ცენტრალური ბიუჯეტისადმი ვალდებულებების დასაფარავად გამოყენებულ იქნეს ამავე ბანკის აქტივები, მათ შორის ფილიალები – ფოთში, ქუთაისში, გორში, თელავში, ოზურგეთში, მარნეულში, მცხეთასა და ლაგოდეხში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურების განსათავსებლად აღნიშნული აქტივების (ქონების) გადაცემა განხორციელდეს ერთ თვეში (1 დეკემბრის მდგომარეობით). აქტივების გადაცემის კონკრეტული პირობები განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება აგრომრეწვბანკს” შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

2. სააქციო საზოგადოება აგრომრეწვბანკის” მიერ 1993-1995 წლებში ყოფილი მინისტრთა კაბინეტის დავალებებით სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისა და სხვა მეურნე სუბიექტებისათვის გაცემული და დაუბრუნებელი სასესხო დავალიანებები მიეკუთვნოს სახელმწიფო შიდა ვალს და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების მიზნით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვიტოს სააქციო საზოგადოება “აგრომრეწვბანკის” მიერ 1993-1995 წლებში დარიცხული და მიუღებელი სარგებლიდან ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების საკითხი.

4. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს 1998 წლის პირველ მარტამდე განიხილოს სააქციო საზოგადოება აგრომრეწვბანკისათვის” ფინანსური რეაბილიტაციის მიზნით ხუთი მლნ ლარის კრედიტის გამოყოფის საკითხი.

 

ე. შევარდნაძე