„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის N634 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის N634 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 153, 24/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016015
  • Word
1015
24/11/2010
სსმ, 153, 24/11/2010
140030000.22.034.016015
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის N634 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1015

2010 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებით (სსმ III, 22.05.2006 წ ., №69, მუხ.873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გამოძიებას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, იყენებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ იძულების ღონისძიებებს, ახორციელებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკურ და სპეციალურ გამოკვლევით საქმიანობას, ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციებს, უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სასაზღვრო საკონტროლო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1–დ5 ქვეპუნქტები:

„დ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევით მომსახურება;

2) საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო სამსახურებთან ერთად, კვლევის სპეციფიკური საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით, კვალთა და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება და მათი შემდგომი გამოკვლევის გზით დანაშაულის გახსნის უწყვეტ პროცესში მონაწილეობა;

3) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ოპერატიული თვალსაზრისით საჭირო მტკიცებულებათა მოპოვება;

4) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დოკუმენტური რევიზიისა და თემატური შემოწმებების ჩატარება;

5) დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით სხვა სამსახურებთან ურთიერთშეთანხმებულ მუშაობის ორგანიზება.“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ – „ნ5“ ქვეპუნქტები:

 „ნ1) დანაშაულის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი აღკვეთა-აცილება;

2) დამნაშავე პირთა მხილება;

3) კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მისი გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;

4) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დანაყოფების მიერ გაწეული მუშაობის , გაანალიზებით გარკვეული პრაქტიკის დანერგვა და კონკრეტული ღონისძიებები დასახვა ჩ ატარებული ექსპერტიზებისა და გამოკვლევების ხარისხის ამაღლებისა და საექსპერტო საქმიანობის სრულყოფისათვის;

5) საექსპერტო -კრიმინალისტიკური მთავარ სამმართველოს დაქვემდებარებულ სტრუქტურულ დანაყოფებათვის ადგილებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა , სპეციალური ცოდნის მქონე პირთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება, მათი მუშაობის შემოწმება და გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორება.“.

4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო;

ა) თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო;

ბ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის სამმართველო;

გ) კინოლოგიის სამსახური.“.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V 1 თავი:

„თავი V 1

დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კომპეტენცია

    მუხლი 142

დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლე ით მომსახურება;

ბ) საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო სამსახურებთან ერთად, კვლევის სპეციფიკური საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით, კვალთა და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება და მათი შემდგომი გამოკვლევის გზით დანაშაულის გახსნის უწყვეტ პროცესში მონაწილეობა;

გ) ოპერატიული თვალსაზრისით სხვა საჭირო მტკიცებულებათა მოპოვება, კანონით დადგენილი წესით, დანაშაულის გამომწვევი მიზეზების დადგენა, მათი აღკვეთა-აცილება;

დ) დამნაშავე პირთა მხილება;

ე) კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მისი გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;

ვ) გაანალიზოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დანაყოფების მიერ გაწეული მუშაობა, განაზოგადოს პრაქტიკა და დასახოს ღონისძიებები ჩატარებული ექსპერტიზებისა და გამოკვლევების ხარისხის ამაღლებისა და საექსპერტო საქმიანობის სრულყოფისათვის;

ზ) მთავარ სამმართველოს დაქვემდებარებულ სტრუქტურულ დანაყოფებს ადგილებზე გაუწიოს მეთოდური და პრაქტიკული დახმარება, სპეციალური ცოდნის მქონე პირთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება, შეამოწმოს მათი მუშაობა და განახორციელოს სათანადო ღონისძიებები გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დოკუმენტური რევიზიისა და თემატური შემოწმებების ჩატარება, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით;

ი) დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ორგანიზება გაუკეთოს ადგილებზე სხვა სამსახურებთან ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას;

კ) რეგიონალური მთავარ სამმართველოებისა და სამმართველოების მიერ საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევითი საქმიანობის განხორციელებაზე კონტროლი.

    მუხლი 143

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდეგი გამოკვლევის მიზნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა; ასევე კრიმინალისტიკური ექსპერტიზების ჩატარება;

ბ) გაწეული საქმიანობის ამსახველი სტატისტიკის წარმოება და სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიური წარდგენა მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე;

გ) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება.

    მუხლი 144

1. საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;

ბ) საგამოძიებო მოქმედებებში სპეციალური ცოდნის მქონე პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფა ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფებთან ერთად, ამა თუ იმ სახის კვალის, საგნის და სხვა ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება, დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისა და სწორი ვერსიების ჩამოყალიბების მიზნით;

გ) ოპერატიულ-სამძებრო სამსახურების მომართვის საფუძველზე საინფორმაციო-საძიებო კრიმინალისტიკური კარტოთეკებითა და კოლექციებით შემოწმების უზრუნველყოფა, დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისა და სწორი ვერსიების ჩამოყალიბების მიზნით;

დ) გაანალიზოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დანაყოფების მიერ გაწეული მუშაობა, განაზოგადოს პრაქტიკა და დასახოს ღონისძიებები ჩატარებული ექსპერტიზებისა და გამოკვლევების ხარისხის ამაღლებისა და საექსპერტო საქმიანობის სრულყოფისათვის;

ე) დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ორგანიზება გაუკეთოს ადგილებზე სხვა სამსახურებთან ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას;

ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დანაყოფების საქმიანობაზე კონტროლი და მეთოდური ხელმძღვანელობა.

2. საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის სამმართველო ატარებს შემდეგ საექსპერტო და სპეციალურ კვლევებს:

ა) ფეთქებადსაშიში ნივთიერებების ექსპერტიზას, ელექტროტექნიკური, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და მექანიზმების ექსპერტიზას, რადიაციულ ექსპერტიზას, სახანძრო ექსპერტიზას; ფიზიკო-ტექნიკურ ექსპერტიზას;

ბ) ავტოტექნიკურ ექსპერტიზას; ავტოტრასოლოგიურ ექსპერტიზას;

გ) ტრასოლოგიურ და ბალისტიკურ ექსპერტიზას, ცივი იარაღის კვლევას;

დ) ქიმიურ და ბიოლოგიურ კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას (მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების და ფარმაცევტული პრეპარატების ექსპერტიზას);

ე) ხელნაწერების გრაფიკულ ექსპერტიზას, დოკუმენტების ტექნიკურ ექსპერტიზას;

ვ) დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზას;

ზ) ბუღალტრულ და ეკონომიკურ ექსპერტიზას;

თ) სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკურ ექსპერტიზას;

ი) ფონოსკოპიურ ექსპერტიზას;

კ) ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ექსპერტიზას;

ლ) ნარკოლოგიურ ექსპერტიზას.

    მუხლი 145

კინოლოგიის სამსახურის კომპეტენციაა:

ა) შემთხვევის ადგილზე არსებული სუნით, ოდოროლოგიური კვალის მიხედვით პიროვნების, ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებათა, ფეთქებად და სხვა საგანთა აღმოსაჩენად შესაბამისი კინოლოგიური მომსახურება;

ბ) ექსპერტიზების ჩატარება ( ოდოროლოგიურ ექსპერტიზა) ;

გ) სამომსახურეო დანიშნულების ძაღლების გაწვრთნა და სპეციალური სამსახურებრივი ძაღლებით მომსახურე (მეპატრონე) სამინისტროს თანამშრომელთა სათანადო გადამზადება და კონტროლი;

დ) სამომსახურეო დანიშნულების ძაღლების სათანადო საკვებით და მედიკამენტებით დროული უზრუნველყოფა და კონტროლი.“.

6. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ –„რ“ ქვეპუნქტები:

 „ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;

) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზების განხორციელება, შესაბამისი დასკვნის გაცემა;

) გაწეული საქმიანობის ამსახველი სტატისტიკის წარმოება და სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიური წარდგენა მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე;

) დანაშაულის შესახებ შეტყობინება- გამოძახების მიღება, აღრიცხვა- რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 25 ნოემბრიდან.

. მერაბიშვილი