"ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის N17.19.830 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის N17.19.830 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31.17.1449
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 22/11/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 30/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 300320000.37.101.016015
  • Word
31.17.1449
22/11/2010
სსმ, 57, 30/11/2010
300320000.37.101.016015
"ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის N17.19.830 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №31.17.1449

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

  ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის 17.19.830 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად , საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. შეტანილ იქნეს „ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის 17.19.830 დადგენილებით დამტკიცებულ ალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის და ვადების გან საზღვრ ლ წესში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით , განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლამდე , დაინტერესებული პირის მიერ მიმართვის შემთხვევაში , სააგენტო უფლებამოსილია სამუშაოთა წარმოების ვადა გააგრძელოს დამატებითი ვადით. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების დარჩენილ ვადაში ვადის გაგრძელების შესახებ , აქტის გამოცემისათვის სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი დაჩქარებული ვადისათვის ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საფასური. აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლის შემდეგ ახალი ვადის განსაზღვრა ხორციელდება აქტის გამოცემისთვის ამ მუხლის 1-ლი-მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით.“;

ბ) 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. ქ. თბილისის მერიის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ან/და ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული სხვა იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების ჩამოწერა

ქ. თბილისის მერიის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ან/და მერიის მიერ დაფუძნებული სხვა იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების ჩამოწერის პროცესში სააგენტოს წარმომადგენლის მოწვეული სპეციალისტის სახით მონაწილეობა:

ა) თუ ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების რაოდენობა არ აღემატება 100 ერთეულს – 50 ლარი;

ბ) 100 ერთეულზე მეტი ძირითადი საშუალების შემთხვევაში , „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ყოველ ერთეულზე , ემატება 1 ლარი“ ;

გ) წესის 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7 1 . ვალდებულების შესრულების დადასტურება ან/და შეზღუდვის მოხსნა

1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაინტერესებული პირისთვის (მოვალისათვის) ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ანდა შეზღუდვის მოხსნა , განცხადების მიღებიდან:

ა) ერთი თვის ვადაში – 50 ლარი;

ბ) 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) 5 დღის ვადაში – 200 ლარი;

2. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობი ვალდებულების შესრულების დადასტურებისთვის ანდა შეზღუდვის მოხსნისთვის აუცილებელია ქ. თბილისის მთავრობის აქტის გამოცემა, ვადის ათვლა დაიწყება ქ. თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან.

3. ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ან/და შეზღუდვის მოხსნა , ქ. თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან:

ა) ერთი თვის ვადაში – 50 ლარი;

ბ) 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) 5 დღის ვადაში – 200 ლარი.

დ) წესის მე-12 მუხლის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის 1-ლი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა მომსახურების მიღებისათვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. საფასურის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ , განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ , თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

. უგულავა