"ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 21 აპრილის N10.13.539 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 21 აპრილის N10.13.539 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31.18.1450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 22/11/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 29/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 330120000.37.101.016013
  • Word
31.18.1450
22/11/2010
სსმ, 56, 29/11/2010
330120000.37.101.016013
"ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 21 აპრილის N10.13.539 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №31.18.1450

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

ცალკეულ ი ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 21 აპრილის №10.13.539 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

       „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „“ ქვეპუნქტის საფუძველზე ,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 21 აპრილის №10.13.539 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

21. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა წარმოებაც განპირობებულია ავარიული სიტუაციით ან/და გადაუდებელი აუცილებლობით და თუ სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი არ სცილდება 10 გრძივ ან 10 კვადრატულ მეტრს, შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს თანხმობისა და საფასურის გარეშე. სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია სამუშაოთა დაწყებამდე შეატყობინოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს სამუშაოთა დაწყებიდან ერთი კვირისა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია წერილობითი და ელექტრონული ფორმით.

22. ამ წესის ან/და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევა ჩაითვლება სამუშაოების თვითნებურ წარმოებად და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.“

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                                                                           გ . უგულავა