დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 705 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 02/12/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 02/12/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №705
1997 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
ბოროტმოქმედის დაკავებისას გამოჩენილი ოპერატიულობისათვის, მამაცობის, თავდადებისა და მხედრული ვალის მოხდისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:
III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:
გოჩა ლემონჯავა – პოლიციის ზემდეგი, წალენჯიხის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების ჯვარის ქვეგანყოფილების საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ათეულის მეთაური (სიკვდილის შემდეგ).
მედლით „მხედრული მამაცობისათვის“:
ელდარ უბილავა – პოლიციის კაპიტანი, წალენჯიხის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უფროსი ინსპექტორი
ზურაბ შავდია – პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შტაბის საორგანიზაციო-საინსპექტორო ჯგუფის უფროსი ინსპექტორი.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები