დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისიტრის 2009 წლის 29 დეკემბრის N236 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 153, 24/11/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.22.027.016040 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №217
2010 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №236 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., №158, მუხ. 1920) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველო.“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს საჯარო და სისხლის სამართლის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს საჯარო და სისხლის სამართლის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენას, ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
გ) შეისწავლის საჯარო და სისხლის სამართლის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს სათანადო წინადადებებს და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 24 ნოემბრიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები