„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის N7/01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის N7/01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 140/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 24/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 29/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016010
  • Word
140/01
24/11/2010
სსმ, 155, 29/11/2010
220010040.18.011.016010
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის N7/01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №140/01

2010 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის №7/01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის “ ქვეპუნქტისდა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის 7/01 ბრძანებით (სსმ III, 29.01.2010, 11, მუხ. 122) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. კომერციულ ბანკში ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემის სამუშაო რეჟიმს კონკრეტული ერთეულისათვის განსაზღვრავს კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა.“.

2. წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 4¹ პუნქტი:

„4¹. კომერციული ბანკის ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, უნდა აკმაყოფილებდნენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაცვისა და უსაფრთხოების პირობებს, რომელიც განისაზღვრება კომერციული ბანკის ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურთან შეთანხმებით. კომერციული ბანკის მიერ ფასეულობის დაზღვევის შემთხვევაში კი აღნიშნული პირობები განისაზღვრება, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურთან, ისე სადაზღვევო ორგანიზაციასთან შეთანხმებით. კომერციული ბანკების დაცვა უნდა განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.“.

3. წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კლიენტის მიერ შემოტანილ ფულში ან ინკასირებულ ნაღდფულიან ჩანთებში საეჭვო ფულის (მათ შორის, ის ფულის ნიშნებიც, რომელთა გადასახდელად ვარგისიანობა ვერ დგინდება კომერციული ბანკის მიერ) გამოვლენის შემთხვევაში, დგება ცნობა (შესაბამისად დანართი 1, დანართი №4 ) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი – ეძლევა კლიენტს, მეორე – რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნული ბანკ შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი 5 დღის განმავლობაში კომერციულ ბანკს უგზავნის შეტყობინებას ექსპერტიზის შედეგების შესახებ. ფულის ნიშნის ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისიანობის დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს.

4. წესის დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქადაგიძე

დანართი 3

ც ნ ო ბ ა

ეროვნული ბანკის სისტემაში კომერციული ბანკებისაგან მიღებული ფულის საკონტროლო გადათვლისას დანაკლისის, ზედმეტობის ან არგადახდითი ფულის ნიშნების გამოვლენის შესახებ

ქ. _____________                                                                                                   ___ _______ წელი

 

ფულის ნიშნების მიმღები ________________________________________

 

შემომტანი იურიდიული პირის დასახელება _____________________________

 

მიღებული თანხა _____________      ________________      __________________________________

                                            (ციფრებით)         (ვალუტის სახეობა)       ფორმირების (შეფუთვის) რეკვიზიტები

 

ფორმირების თარიღი _____________________                               

 

საკონტროლო გადათვლა განახორციელა ___________ პასუხისმგებელი მუშაკი _____________

                                                                                         (სახელი, გვარი)                                                   ( სახელი, გვარი)

 

ესწრებოდა შემომტანის წარმომადგენელი* ____________________________________________

                                                                                                                                      (სახელი, გვარი)     

 

საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლინდა ________________________________________

 

 

ნომინალი

რაოდენობა

თანხა

დანაკლისი

 

 

 

ზედმეტობა

 

 

 

 

არგადახდით

 

ნომინალი

გამოშვების წელი

ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

         

ჯამი სიტყვებით________________________________________________________________

 

დანართი: ____________ზედსადები, __________ბანდეროლი,__________პლომბი (კლიშე).

 

მიმღების წარმომადგენლები:                                         შემომტანის წარმომადგენელი*:

 

მოლარე _______________                                                            ___________________

                          (ხელმოწერა)                                                                                            (ხელმოწერა)

 

პასუხისმგებელი მუშაკი ___________________

 (ხელმოწერა)

 

* შენიშვნა: შემომტანის წარმომადგენლის ვინაობა და ხელმოწერა არ მიეთითება იმ შემთხვევაში, თუ საკონტროლო გადათვლას არ ესწრება შემომტანის წარმომადგენელი, რის შესახებ კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.