,,საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღის ჩამოწერისა და დავალიანების დასაფარავად უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრსპეცექსპორტისათვის“ გადაცემის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღის ჩამოწერისა და დავალიანების დასაფარავად უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრსპეცექსპორტისათვის“ გადაცემის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 102, 20/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 120.240.030.10.003.000.081
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
82
18/09/2004
სსმ, 102, 20/09/2004
120.240.030.10.003.000.081
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღის ჩამოწერისა და დავალიანების დასაფარავად უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრსპეცექსპორტისათვის“ გადაცემის შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/09/2004 - 10/06/2005)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 82

2004 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღის ჩამოწერისა და დავალიანების დასაფარავად უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრსპეცექსპორტისათვის“ გადაცემის შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრსპეცექსპორტს“ შორის 2000 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (გ. ბარამიძე) ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან (კ. ბენდუქიძე) შეთანხმებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს საპატრულო კატარღა ,,ბორტი 301“-ის ბალანსიდან ჩამოწერა და წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრსპეცექსპორტისათვის“ გადაცემა.

2. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს ზ. ადეიშვილს მიიღოს შესაბამისი ზომები საპატრულო კატარღა ,,ბორტი 301“-ის შესყიდვის გამო სახელმწიფოსათვის 772 700 (შვიდას სამოცდათორმეტი ათას შვიდასი) ლარის ოდენობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებასა და შპს ,,ორიონი-95“-ის მიმართ 3 127 300 (სამი მილიონ ასოცდაშვიდი ათას სამასი) ლარის ოდენობით წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია