საქართველოს ძირითადი ავტომაგისტრალების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის მშენებარე ობიექტების განთავსებასა და მშენებლობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების შესახებ

  • Word
საქართველოს ძირითადი ავტომაგისტრალების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის მშენებარე ობიექტების განთავსებასა და მშენებლობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 688
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 28/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 330.000.000.05.002.000.
  • Word
688
25/11/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 28/11/1997
330.000.000.05.002.000.
საქართველოს ძირითადი ავტომაგისტრალების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის მშენებარე ობიექტების განთავსებასა და მშენებლობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №688

1997 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ძირითადი ავტომაგისტრალების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, მშენებარე ობიექტების განთავსებასა და მშენებლობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების შესახებ

აქართველოს ძირითადი ავტომაგისტრალების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, მშენებარე ობიექტების განთავსებასა და მშენებლობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით:

1. საქართველოს ქალაქების მერიებმა და რაიონულმა გამგეობებმა:

ა) „საქართველოს ძირითადი მაგისტრალების მიმდებარე სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 იანვრის №7 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ ქვეყნის ძირითადი ავტომაგისტრალების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, მშენებარე ობიექტების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად დაუყოვნებლივ შეაჩერონ ყველა იმ ობიექტის მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომლებსაც არ გააჩნიათ ქალაქებში – ქალაქების მერიების, ხოლო რაიონებში –საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებები მიწის ნაკვეთების გამოყოფაზე; ამასთან, – იმ ობიექტების ფუნქციონირებაც, რომლებიც არ აკმაყოფილებენ სამშენებლო ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნებს;

ბ) არ დაუშვან არსებული წესის დარღვევით ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე, მათ შორის, საერთაშორისო ავტომაგისტრალებისა და გზების გასწვრივ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე ავტოგასამართი სადგურების, ავტოტექმომსახურების, საზკვებისა და სხვა ობიექტების მშენებლობა. ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემულ საკარმიდამო მიწებზე დასაშვებია მხოლოდ საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სამეურნეო ნაგებობების მშენებლობა;

გ) საქართველოს ძირითადი ავტომაგისტრალებისა და გზების მიმდებარე 100-მეტრიან ზოლში საკარმიდამოდ გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სამეურნეო ნაგებობების მშენებლობა დაუშვან მხოლოდ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმების შემდეგ;

დ) ქვეყნის ძირითადი ავტომაგისტრალებისა და გზების გასწვრივ ქალაქებისა და სოფლის მოსახლეობისათვის საკარმიდამოდ გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე დღემდე აშენებული და მშენებარე ავტოგასამართი და ავტოტექმომსახურების სადგურების, ავტოშემკეთებელი სახელოსნოების, საზკვების, სავაჭრო და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების შემდგომი ფუნქციონირების საკითხი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასვან შესაბამის ორგანოებში გადასაწყვეტად საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტთან, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებით;

ე) ორ თვეში მოაწესრიგონ ქვეყნის ძირითადი ავტომაგისტრალების, მათ შორის, ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე გამავალი გზების გასწვრივ განლაგებული იმ ობიექტების ორგანიზებულ ბაზრობებზე ან ამ მიზნით წინასწარ შერჩეულ ადგილებში გადატანის საკითხები, რომლებიც არ აკმაყოფილებს გზებზე უსაფრთხო მოძრაობის პირობებსა და მოქმედი ნორმატივების მოთხოვნებს; ამასთან, დაინტერესებულ სამინისტროებთან, უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებით მაქსიმალურად გამოიყენონ ავტომაგისტრალებზე ძველად აშენებული და ამჟამად უმოქმედო ვაჭრობის, კვებისა და მომსახურების ობიექტების შენობა-ნაგებობანი (თვითმომსახურების უნივერსალური მაღაზიები, უნივერმაღები, სავაჭრო ცენტრები, ავტონაწილების მაღაზიები, ავტოგასამართი სადგურები და სხვ.);

ვ) შექმნან საქართველოს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, ავტომაგისტრალების გასწვრივ აშენებული, ობიექტების (მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმათა მიუხედავად) ექსპლუატაციაში მიმღები სახელმწიფო კომისიები, რომელთა შემადგენლობაშიც შეიყვანონ ქალაქების მერიებისა და რაიონული გამგეობების პასუხისმგებელი პირები (ქალაქის მერის, რაიონული გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე; ქალაქის, რაიონის მთავარი არქიტექტორი ან არქმშენინსპექციის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; სანეპიდსადგურის, სახანძრო ზედამხედველობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მიწის მართვის სამსახურების, საპროექტო ორგანიზაციისა და სხვა დაინტერესებული ორგანოების წარმომადგენლები; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მიმდებარედ აშენებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიმღებ კომისიებში დამატებით შეიყვანონ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები);

ზ) არ დაუშვან არც ერთი ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიმღები სახელმწიფო კომისიების მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე.

2. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან (ზ. გეგეჭკორი), სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებთან შეთანხმებით ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის გაცემის ინსტრუქცია.

3. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე), საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ბ. სარალიძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე), მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა და მათმა ადგილობრივმა სამსახურებმა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს ამ ბრძანებულებით დასახულ ღონისძიებათა დროულად განხორციელებაში და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებს დაუწესონ სისტემატური კონტროლი და სათანადო ზედამხედველობა.

4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა კახეთის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში.

ე. შევარდნაძე