დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს ორდნებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 660 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/11/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 17/11/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №660
1997 წლის 17 ნოემბერი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
საბრძოლო დავალების შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისათვის, სამხედრო ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში შეტანილი დიდი წვლილისა და თავდადებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:
III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:
ლევან შათირიშვილი – ზემდეგი, სამხედრო პოლიციის ბრიგადის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ასეულის საავტომობილო ოცეულის მეთაურის მოადგილე (სიკვდილის შემდეგ).
მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“:
გიორგი ციციშვილი – ვიცე-პოლკოვნიკი, შეიარაღების პირველი თანრიგის ბაზის საარტილერიო სისტემების მატერიალური ნაწილის შემკეთებელი საამქროს უფროსი
ჯემალ ჭოლაძე – რიგითი, შეიარაღების პირველი თანრიგის ბაზის საარტილერიო სისტემების მატერიალური ნაწილის შემკეთებელი საამქროს ზეინკალი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები