„საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ“ დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 6 მარტის №171_№2-37 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1170
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 153, 31/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 340090000.22.033.011032
  • Word
1170
23/10/2007
სსმ, 153, 31/10/2007
340090000.22.033.011032
„საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ“ დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 6 მარტის №171_№2-37 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.011.032

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №1170_№2-170

2007 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ“ დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 6 მარტის №171_№2-37 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

1. ,,საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ“ დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 6 მარტის №171_№2-37 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, 09.03.06, №31, მუხ. 367) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს საბაჟო კოდექსის 84-ე მუხლის ,,ა და ,,ბ“ ქვეპუნქტების, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს ,,საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ“ დროებითი ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2)“;

გ) ბრძანების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ“ დროებითი ინსტრუქციის:

დ.ა) პირველი მუხლის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი _ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი:

ა.ა) საბაჟო საზღვარზე, ან

ა.ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფ სამგზავრო მატარებელში, ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებლით ფიზიკური პირის გადაადგილებისას;

ბ) ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი _ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი:

ბ.ა) საბაჟო საზღვარზე, ან

ბ.ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთა-შორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუ-ტის მსვლელობის სწრაფ სამგზავრო მატარებელში, ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებლით ფიზიკური პირის გადაადგილებისას;

გ) სატრანსპორტო საშუალებები – საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-7 მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები: ნებისმიერი საშუალება, რომელიც გამოიყენება მგზავრების საერთაშორისო გადაყვანისა და საქონლის საერთაშორისო გადაზიდვისათვის, მათ შორის კონტეინერები, მისაბმელები და სხვა სატრანსპორტო მოწყობილობა;“.

დ.ბ) პირველი მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საბაჟო – შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო საგუშაგო ან საბაჟო გამშვები პუნქტი;“.

დ.გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ფიზიკური პირის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანისას კამერალური შემოწმების მიზნით ხორციელდება მხოლოდ საქონლის წარმოშობის და/ან შემოტანის ქვეყნის თაობაზე ინფორმაციის შედარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ მოწოდებულ არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხასთან. ამასთან, ფიზიკური პირის პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ იმპორტირებული საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონლის ოდენობა“.

დ.დ) მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დახედვის შედეგების საფუძველზე მოხელე საბაჟო დოკუმენტზე (დეკლარაცია ან აღრიცხვის მოწმობა ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტი) უსვამს შტამპს ,,ფიტოსანიტარიული შემოწმება ჩატარებულია“ (დანართი №1) და უბრუნებს დოკუმენტს მოხელეს, რომელმაც ჩაატარა კამერალური შემოწმება.

3. დახედვის შედეგების შესახებ კამერალური შემოწმების ჩამტარებელი მოხელის მიერ ხდება შესაბამისი ინფორმაციის შეტანა ,,საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის/ტერიტორიიდან გასვლის აღრიცხვის ჟურნალის“ შესაბამის გრაფებში“.

დ.ე) მე-7 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

დ.ვ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ფიზიკური პირის პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ იმპორტირებული საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონლის ოდენობა“.

დ.ზ) მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დახედვის შედეგების საფუძველზე მოხელე საბაჟო დოკუმენტზე (დეკლარაცია ან აღრიცხვის მოწმობა ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტი) უსვამს შტამპს ,,ვეტერინარული შემოწმება ჩატარებულია“ (დანართი №2) და უბრუნებს დოკუმენტს მოხელეს, რომელმაც ჩაატარა კამერალური შემოწმება.

3. დახედვის შედეგების შესახებ კამერალური შემოწმების ჩამტარებელი მოხელის მიერ ხდება შესაბამისი ინფორმაციის შეტანა ,,საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის/ტერიტორიიდან გასვლის აღრიცხვის ჟურნალის“ შესაბამის გრაფებში“.

დ.თ) მე-13 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

ე) ამოღებულ იქნეს №3 და №4 დანართები.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

პ. ცისკარიშვილი