დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,საქნახშირის“ ლიკვიდაციის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 81 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 16/09/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.10.003.000.080 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №81
2004 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქნახშირის“ ლიკვიდაციის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქნახშირი“.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა მიმართ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად უმოკლეს დროში მოამზადოს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი, რომლის მიხედვით „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქნახშირისთვის“ გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობა და ასიგნებები გადაეცეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აპარატს.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ორ კვირაში უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქნახშირის“ ბალანსზე არსებული ქონების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე ასახვა და მისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადაცემა.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები