"თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 22/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 02/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 020250040.35.160.016018
  • Word
35
22/11/2010
სსმ, 58, 02/12/2010
020250040.35.160.016018
"თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №35

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო, ადგენს:

    მუხლი 1

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულებაში შევიდეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს. საკრებულოს თავმჯდომარე აღმასრულებელი ორგანოს მოვალეობების განხორციელების მიზნით და მერიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობიდან გამომდინარე.“.

2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „შ1“ ქვეპუნქტი:

„შ1. აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირებს/მოხელეებს სამართლებრივი აქტით ანიჭებს კონკრეტულ უფლებამოსილებებს, რაც დაკავშირებულია თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების განხორციელებასთან.“.

3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი:

„ე. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრების დამტკიცებისათვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და დასკვნის მომზადება.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                 . გურგენიძე