დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 22/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 58, 02/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020250040.35.160.016017 |
რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №34
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ საკრებულოს დებულებაში განხორციელდეს ცვლილება და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ფ1“ ქვეპუნქტები:
„ა1. ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს.“
„ფ1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირებს/მოხელეებს სამართლებრივი აქტის საფუძველზე ანიჭებს კონკრეტულ უფლებამოსილებებს, რაც დაკავშირებულია თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების განხორციელებასთან.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები