დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314/2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 644 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 06/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020110.22.033.013624 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.110.22.033.013.624
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №644-№2-204
2009 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314/2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:
1. ,,სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314/2-60 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 13.04.2006, №51 მუხ. 640) დამტკიცებულ სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციებში (RCG) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,უ) ,,სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციები“ – ნიშნავს წინამდებარე წესებისა და დებულებების კრებულს, პირველიდან მე-10 დანართის ჩათვლით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით და მისაღებია განვითარების საერთაშორისო ასოციაციისთვის და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისათვის და გამოიყენება ფინანსური რესურსების მართვისათვის, როგორც განსაზღვრულია „განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების“ დანართი ოთხის დამატებაში;“;
ბ) 52 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. არასაბანკო ფინანსური დაწესებულება პერიოდულად მოამზადებს განაცხადს თანხის მოთხოვნაზე, რაც გახდება საფუძველი საკრედიტო ხაზიდან სახსრების ათვისებისა. ამ დროს გამოიყენება შემდეგი პროცედურები და ინფორმაცია:
ა) სასესხო ტრანშის გადარიცხვა არასაბანკო ფინანსური დაწესებულებისთვის. ფინანსთა სამინისტროსა და არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებას შორის მეორადი სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ არასაბანკო ფინანსური დაწესებულება პროექტების საკოორდინაციო ცენტრს (PCC)/პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს (PIU) მორიგი ტრანშის მისაღებად წარუდგენს გადარიცხვის განაცხადს და სასესხო დაბანდებების საპროგნოზო მონაცემებს რეგიონების მიხედვით, სესხების სავარაუდო რაოდენობის, მიზნობრიობისა და სავარაუდო ჯამური სასესხო თანხების მითითებით დანართ №10-ში მოცემული ფორმის მიხედვით. ყოველი მონაწილე არასაბანკო ფინანსური დაწესებულებისათვის პირველი ტრანშის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 000 აშშ დოლარს, ხოლო ყოველი მომდევნო ტრანშის მოცულობა კი – 500 000 აშშ დოლარს. ასევე, თითოეული ტრანშის ათვისების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 კალენდარულ თვეს ტრანშის მიღებიდან. პროექტების საკოორდინაციო ცენტრი (PCC) /პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი (PIU) სასესხო დაბანდებების საპროგნოზო მონაცემების სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ თანხას გადაურიცხავს არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებას;
ბ) ყოველი ტრანშის გადარიცხვის შემდეგ არასაბანკო ფინანსური დაწესებულება მოამზადებს ხარჯების უწყისს დანართში №6 მოცემული ფორმის მიხედვით, სადაც დასაბუთებული იქნება წინა გადარიცხვით მიღებული სახსრების გამოყენება ახალი სახსრებით შევსების მიღებამდე;
გ) პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი (PIU) განიხილავს მოთხოვნებს გადარიცხვის შესახებ მათ შესაბამისობაზე ქვეპროექტების მონაწილეობის კრიტერიუმებთან და დაამტკიცებს/გადარიცხავს ან უარყოფს მათ სამი სამუშაო დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში (PIU)/(PCC) მოითხოვს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას. პროექტების საკოორდინაციო ცენტრი (PCC)/პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი (PIU) წერილობით აცნობებს არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებას მისი განაცხადის დამტკიცების ან უარყოფის შესახებ.“;
გ) ბრძანებას დაემატოს დანართი №10 თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ბ. კვეზერელი
დანართი №10
არასაბანკო ფინანსური დაწესებულების სასესხო დაბანდებების
საპროგნოზო მონაცემები
სოფლის განვითარების პროექტი
მონაწილე არასაბანკო ფინანსური დაწესებულება––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თარიღი –––––––––––––– განაცხადის № –––––––––––– საპროგნოზო პერიოდი
|
№
|
სესხის მიზნობრიობა |
რეგიონი |
სესხების რაოდენობა |
ჯამური სასესხო თანხა |
| 1 |
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
| 5 |
|
|
|
|
| 6 |
|
|
|
|
| 7 |
|
|
|
|
| 8 |
|
|
|
|
| 9 |
|
|
|
|
| 10 |
|
|
|
|
| 11 |
|
|
|
|
| 12 |
|
|
|
|
| 13 |
|
|
|
|
| 14 |
|
|
|
|
| 15 |
|
|
|
|
| 16 |
|
|
|
|
| 17 |
|
|
|
|
| 18 |
|
|
|
|
| 19 |
|
|
|
|
| 20 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სულ |
|
|
|
|
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:
თანამდებობა:
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები