დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ნ. ლეკიშვილის, ვ. ნადიბაიძის, მ. ჭკუასელის, კ. ზადასტანიშვილისა და მ. უკლებასათვის საერთაშორისო ხელშეკრულებათა ხელმოწერის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 637 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 10/11/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 21, 17/11/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №637
1997 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
ნ. ლეკიშვილის, ვ. ნადიბაიძის, მ. ჭკუასელის, კ. ზალდასტანიშვილისა და მ. უკლებასათვის საერთაშორისო ხელშეკრულებათა ხელმოწერის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
ყაზახეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო ხელშეკრულებათა ხელმოწერის მიზნით საქართველოს დელეგაციის ოფიციალურ სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებით მიენიჭოთ სპეციალური უფლებამოსილება:
1. საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ნ. ლეკიშვილს, რომ ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ნავთობისა და გაზის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს თავდაცვის მინისტრს ვ. ნადიბაიძეს, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებებს: „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“.
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრს მ. ჭკუასელს, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის დროს ირიბი გადასახადების ამოღების პრინციპების შესახებ“ და კონვენციას – „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი დაბეგვრისა და ქონებასა და კაპიტალზე გადასახადების გადაუხდელობის თავიდან აცილების შესახებ“ .
4. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს
კ. ზალდასტანიშვილს, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებებს: „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს მ. უკლებას, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებებს: „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საწარმოო ავარიების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის საკონსულო კონვენციის შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადებისა და ატესტაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები