„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №740/926 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №740/926 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 850
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 09/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 10/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 07/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.012252
  • Word
850
09/10/2008
სსმ, 149, 10/10/2008
430030000.22.022.012252
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №740/926 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.012.252

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ერთობლივი ბრძანება №850/№777

2008 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №740/926 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:

1. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №740/926 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 08.08.2006წ, №105, მუხ. 1433) დამტკიცებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვაუჩერს გადასცემს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე.

3. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულება ვაუჩერის მისაღებად სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდგომში – რესურსცენტრი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეების შესახებ წლის განმავლობაში ორჯერ, შემდეგი ვადების დაცვით:

ა) არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა – 1 ოქტომბრის მდგომარეობით;

ბ) არა უგვაინეს 5 აპრილისა – 1 აპრილის მდგომარეობით.

4. რესურსცენტრი სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რაოდენობის თაობაზე სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, შემდეგი ვადების დაცვით:

ა) ყოველი წლის 10 ოქტომბრამდე – 1 ოქტომბრის მდგომარეობით;

ბ) ყოველი წლის 10 აპრილამდე – 1 აპრილის მდგომარეობით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმა აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რესურსცენტრში წარსადგენი ინფორმაცია:

ა.ა) დაწესებულების სახელწოდება, მისამართი, სკოლის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ა.ბ) ცნობა ბანკიდან, სადაც მითითებული იქნება: მომსახურე ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, სკოლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ა.გ) დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეების საერთო რაოდენობა;

ა.დ) დაწესებულებაში რიცხული მოსწავლეების სახელობითი ნუსხა;

ა.ე) დაწესებულებაში რიცხული იმ მოსწავლეების საერთო რაოდენობა და სახელობითი ნუსხა, რომლებსაც შეჩერებული აქვთ განათლების მიღება, შეჩერების ხანგრძლივობის და კლასის მითითებით;

ა.ვ) იმ მოსწავლეთა რაოდენობები და სახელობითი ნუსხები, რომლებიც გადმოვიდნენ ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და გადავიდნენ ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან, აგრეთვე სხვა მიზეზით გაირიცხნენ/ამოირიცხნენ ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

ა.ზ.) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში შესაბამის რესურსცენტრს აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს 5 დღის ვადაში.

ბ) რესურსცენტრის მიერ სამინისტროში წარსადგენი ინფორმაცია:

ბ.ა) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორია;

ბ.ბ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რიცხულ მოსწავლეთა რაოდენობები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობებში არ აისახება ის მოსწავლეები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სწავლა ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ.გ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული თითოეული სკოლის საიდენტიფიკაციო ნომერი, მომსახურე ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, სკოლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ბ.დ) ამ პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეტყობინებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადისა.“;

ბ) 31 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალდაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროსგან საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ ვაუჩერით დაფინანსების მიღების მიზნით რესუსცენტრს წარუდგენს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ.

2. რესურსცენტრი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ. “;

გ) 32 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალდაფუძნებული საჯარო სკოლა ვალდებულია დაფუძნებიდან 5 დღის ვადაში წარუდგინოს რესურსცენტრს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ.

2. რესურსცენტრი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ.“;

დ) მე-6 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იმ მოსწავლეთა არსებობის შემთხვევაში, რომლებიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგების გამო ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც სწავლობდნენ საომარი მოქმედებების განხორციელებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, ამავე თვის 5 რიცხვამდე რესურსცენტრს წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, მისამართი, სკოლის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) ცნობა ბანკიდან, სადაც მითითებული იქნება: მომსახურე ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, სკოლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის მოსწავლეთა სახელობითი ნუსხა, სადაც მითითებული უნდა იყოს მოსწავლის სახელი, გვარი, ინფორმაცია მოსწავლის კლასის, რეგისტრაციის ადგილისა და დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

დ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

ე) მოსწავლის დაბადების მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).

2. რესურსცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სამინისტროს წარუდგენს ყოველი თვის 10 რიცხვამდე.

3. იმ მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება, რომლებიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგების გამო ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც სწავლობდნენ საომარი მოქმედებების განხორციელებამდე, მოხდება მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისად, ამ დაწესებულებებისათვის ვაუჩერის შესაბამისი თანხის ყოველთვიურად გადარიცხვის გზით.

4. 2008-2009 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს რესურსცენტრში ინფორმაციის წარდგენისათვის ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადა განესაზღვროთ 9 ოქტომბრით.

5. 2008 წლის ოქტომბრის თვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა რესურსცენტრებს წარუდგინონ არა უგვიანეს 2008 წლის 9 ოქტომბრისა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია

ნ. გილაური