დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 15 სექტემბერს დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 634 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/11/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 21, 17/11/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №634
1997 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 15 სექტემბერს დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 15 სექტემბერს დადებული შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:
ა) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ;
ბ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განვითარებისა და გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
გ) ოქმი საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საარქივო საქმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;
ბ) შეატყობინოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები