დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №740/926 ერთობლივ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 232 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 28/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.011644 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.011.644
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ერთობლივი ბრძანება №232/258
2008 წლის 19–20 მარტი
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №740/926 ერთობლივ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:
1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №740/926 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 08.08.2006 წ., №105, მუხ. 1433) დამტკიცებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის მე-2 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსული მოსწავლისგან მიიღოს ფინანსური სახსრები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება დროის იმ პერიოდის დაფინანსება, რომელშიც ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მიმღებ დაწესებულებას არ ერიცხება სახსრები ვაუჩერის სახით.“ .
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები