საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 14 ივლისს დადებული ხელშეკრულების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 14 ივლისს დადებული ხელშეკრულების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 633
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 21, 17/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.000.
  • Word
633
08/11/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 21, 17/11/1997
480.140.000.05.002.000.
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 14 ივლისს დადებული ხელშეკრულების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №633

1997 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 14 ივლისს დადებული ხელშეკრულების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 14 ივლისს ქ. თბილისში დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების დადება;

ბ) შეატყობინოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე